ქართული Clubbing-ის პრობლემები

Posted 7:00 PM by Nina in თემები , , , ,

cp01

ავტორი: Tornike

 

ამ თემაზე პოსტის დაწერას მას შემდეგ ვაპირებდი, რაც ბლოგი გავხსენი (2008 წლის შემოდგომა), თუმცა, რატომღაც აქამდე არ ჩავუჯექი, იმის მიუხედავად, რომ ეს  ჩემთვის ძალიან ახლო პრობლემას წარმოადგენს. 10 წლის წინ კლუბური და ელექტრონული მუსიკის სამყაროში შევედი და Clubbing-ის უდიდეს სიამოვნებას ვეზიარე, თუმცა, დღემდე ვხედავ, რომ უამრავი ადამიანისათვის ამ სიამოვნების ბოლომდე მიღება საკმაოდ ძნელია ქართულ საკლუბო გარემოში. ქვემოთ ვისაუბრებ ამის გამომწვევ მიზეზებზე და პრობლემების შესაძლო მოგვარების გზებზე.

რა არის Clubbing-ი და მისი იდეა?

Clubbing გართო გაგებით “ღამის კლუბებში სოციალური შეკრების აქტივობას” ნიშნავს, თუმცა, განსხვავებით მე-20 საუკუნის 80-90-იანი წლებისაგან, დღესდღეობით მისი არსი ძირითადად სპეციფიური ელექტრონული საცეკვაო მუსიკისათვის განკუთვნილ ადგილებში გამართულ Event-ებზე შეკრების აქტივობამდეა დასული.

ტერმინი Clubber იმ ადამიანის აღსანიშნად გამოიყენება, რომელიც საკლუბო ელექტრონული მუსიკის წარმომადგენელ Event-ებს რეგულარულად ესწრება ამ ტიპის მუსიკისაგან სიამოვნების მისაღებად და საკლუბო გარემოში სოციალური თვითრეალიზებისათვის.

 

cp02

ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ Clubbing-ის იდეა საკლუბო ელექტრონული მუსიკის Event-ებზე ამ ტიპის მუსიკის მიმართ ინტერესის მქონე ადამიანთა შეკრება, სოციალური თვითრეალიზება და შესაბამისი ჰარმონიული საკლუბო ატმოსფეროს შექმნაა.

არის თუ არა პრობლემები ქართულ Clubbing სფეროში?

ამის შესახებ მრავალი დისკუსია გამართულა სხვადასხვა თემატურ თუ ზოგად ფორუმსა და სოციალურ ქსელში, სადაც არაერთხელ აღნიშნულა პრობლემები ქართულ Clubbing სფეროში ჩართულ ადამიანთა მიერ. ქვემოთ წარმოვადგენ პრობლემების ჩემეულ სიასა და დახასიათებას:

1) Clubber-ების ტიპი საქართველოში

ზემოთ უკვე აღნიშნული იყო, რომ Clubbing-ის იდეა საკლუბო ელექტრონული მუსიკის მიმართ ინტერესის მქონე ადამიანთა შეკრებაა. ყველა ქართულ კლუბში და ყველა Event-ზე, რომელზეც ვყოფილვარ, ამ იდეის შესაბამის ადამიანებზე მეტი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომელთა ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს არც საკლუბო ელექტრონული მუსიკა და არც ზემოთ აღნიშნული ატმოსფეროს შექმნა/ხელშეწყობა. ამ ორი ფაქტორის შედეგია


1) მათ მიერ ამ Event-ებზე “ბრმად” სიარული (არცოდნა არც Event-ის მუსიკალური მიმართულებისა და არც იქ წარმოდგენილი DJ-ებისა);


2) უცოდინრობის გამო მათ მიერ ყველა ტიპის Event-ის გაპიარება (“გუშინ მაგარ ტუსოვკაზე ვიყავი”/”X-მა მაგრა დაუკრა”) იმის მიუხედავად, რეალურად რა ხარისხის იყო საკლუბო შეკრება. ეს, თავის მხრივ, არ უწყობს ხელს ქვეყანაში Clubbing-ის დონის ამაღლებას.

2) არასწორი წარმოდგენა საკლუბო გარემოს შემადგენელ კომპონენტებზე

საქართველოში გამართულ საკლუბო Event-ებზე წარმოდგენილი ადამიანების დიდ ნაწილს შეადგენენ ისინი, რომლებსაც გააჩნიათ არასწორი სტერეოტიპები საკლუბო Event-ის ატმოსფეროსთან დაკავშირებით. “თუ არ დავლიე იქ რა მინდა”-ს მსგავსი მიდგომები საკლუბო ცხოვრებაში მონაწილეთა ცნობიერებაში იკავებს ადგილს და ქმნის არასწორ წარმოდგენას საკლუბო ატმოსფეროსა და ზოგადად Clubbing-ის შესახებ.

3) დესტრუქციული განწყობა

იხილეთ  ვრცლად>>>>tornike.wordpress.com



0 comment(s) to... “ქართული Clubbing-ის პრობლემები”