Can’t change now, ანუ რა მითხრა გოგი გვახარიამ
Posted 5:00 PM by Nina in თემები Lobzhanidze's Blog, გიორგი გვახარია, ტელევიზიაავტორი: lobzhanidze
სიზმარი ყველას ესიზმრება და რა გასაკვირია, რომ მეც ბავშვობიდან მოყოლებული ხშირად ვხედავ სიზმრებს და დღეს ალბათ ვერც გავიხსენებ პირველ სიზმარს რომელიც წლების წინ დამესიზმრა, თუმცა იყო პერიოდი როდესაც არც არაფერი მესიზმრებოდა და ღამე უშედეგოდ მთავრდებოდა ხოლმე. ბოლო დროს კი სიზმრებმა ახალი აქტუალობა შეიძინეს. საქმე ისაა, რომ ბოლო დროს ძალიან საინტერესო და სიუჟეტურად მდიდარ სიზმრებს ვხედავ, ამ ყველაფერმა გადამაწვყვეტინა მოთხრობების კრებულის დაწერა. ამ წერილში ვისაუბრებ ჩემს უკანასკნელ სიზმარზე , რომელიც მათ რიცხვში არ შედის, თუმცა მაინც საინტერესოა.
დამესიზმრა ვითომ სამუშაო გარემოში ვიმყოფებოდი, ოღონდ რატომღაც ქუჩაში, მაგიდასთან ვიჯექი რომელზეც ძველებური სახლის ტელეფონი იდგა, ამ დროს გოგი გვახარიამ დამირეკა:
-შეგიძლია დამეხმარო? – გაისმა მეორე ბოლოდან გვახარიას ხმა, მაშინვე ვიცანი და ვიზუალურად წარმოვიდგინე.
- კი რა თქმა უნდა – უყოყმანოდ დავთანხმდი მე.
-ტექსტი მაქვს ასაკრეფი, სულ ექვსი გვერდია, წაგიკითხავ და თუ შეგიძლია ამიკრიფე და გამომიგზავნე, კარგი?
ოდნავადაც არ გამკვირვებია ისე დავიწყე ტექსტის აკრეფვა.
არადა, თითქოს რა შუაშია გვახარია, სვანეთიდან ვბრუნდებოდი ზუგდიდი – თბილისის მატარებლით და სულ სხვა შტაბეჭდილებებით ვიყავი დამუხტული, თუმცა რა მექნა, ბატონი გოგი ტექსტის აკრეფვას მთხოვდა. ოთხი გვერდი, რომ ავკრიფე ტელეფონი გაითიშა, მერე რაღაც საქმე გამომიჩნდა და ბატონ გოგის ვეღარაფრით დავეხმარე. საქმე რომ დავამთავრე, ძალიან განვიცდიდი, ხომ შევპირდი დაგეხმარები თქო, ახლა კი ასე ულამაზოდ გამოვიდა, რა უნდა მექნა? ადამიანის ასე მოტყუება განა შეიძლებოდა? არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია არ მქონდა, რომელზეც შევძლებდი ბატონ გოგისთან დაკავშირებას. შემდეგ გამახსენდა, ის ხომ “მაესტროში” მუშაობს!…
იხილეთ გაგრძელება>>>> lobzhanidze.wordpress.com