from – vinoge.com
საჭირო მასალა: 8 ნაჭერი ანანასი (შეიძლება დაკონსერვებულიც), 200 გ. მაგარი ყველი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 კბილი ნიორი, 4 ს.კ. მაიონეზი, 1 კონა სალათის ფოთლები, 24 ცალი მოხარშული კრევეტი, მარილი და შავი პილიპილი – გემოვნებით. ზეთისხილი – მოსართავად.
მომზადება: ყველი, ნიორი და კვერცხი დავაბლენდეროდ, შევაზავოთ შავი პილპილით, მარილითა და მაიონეზით. სალათის ფოთლებზე დავაწყოთ ანანასის ნაჭრები, გადავანაწილოთ ყველისა და კვერცხის მასა, ზედ დავაწყოთ კრევეტები და მოვრთოთ ზეთისხილით.
0 comment(s) to... “ტროპიკული კუნძული”