ავტორი - Gio Rgashvili
არსებობს კონკრეტული წიგნები, რომლებიც გვაყვარებს კითხვას.
წიგნი, რომელზეც ახლა ვწერ, დიდი ხნის წინ, მოზარდობისას წავიკითხე, თუმცა ეს წიგნი საყმაწვილო ლიტერატურას არ მიეკუთვნება. ის დეტექტიური ჟანრისაა.
ვთვლი, რომ მოზარდს გარდა საყმაწვილო ლიტერატურისა, სათავგადასავლო და დეტექტიური ჟანრის წიგნებიც აყვარებს კითხვას. ასე იყო ჩემს შემთხვევაში.
”დათარსული კაცი” ჯეიმს ჰედლი ჩეიზის გახმაურებული ნაწარმოებია, რომლის მთელი პლიუსი ისაა, რომ მასში აღწერილი სიუჟეტი ერთნაირად საინტერესოა ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის.
მართლა მიჭირს გადმოვცე ის ემოცია, რომელიც ამ წიგნის კითხვისას მივიღე წლების წინ. მქონდა შეგრძნება, რომ თითოეულ წინადადებას კინო კადრებად ვხედავდი.
ყველაზე კარგი ისაა, რომ ინტრიგა, რომლის გარეშე დეტექტიური ჟანრის ნაწარმოები არაფერია, წიგნის ყოველ გვერდზე შენარჩუნებულია. სულ გგონია, რომ შენი ლოგიკა გიკარნახებს როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ”ნუურას უკაცრავად!”
ახლა გთავაზობთ წიგნის ძაალიან მოკლე, ჩემეულ ანოტაციას:
ჟუნალისტი, რომელიც ეს-ესაა ციხიდან გამოვიდა და ეძებს გზებს ახალი ცხოვრების დასაწყებად.
ის ვალდებულია იყოს ფორმაში, ჰქონდეს სამსახური, რადგან თვლის, რომ მისი მეუღლე, რომელმაც ისედაც ბევრს გაუძლო, იმსახურებს კარგ ცხოვრებას. ამის მიღწევა კი არც ისე ადვილია, იმ ფონზე, როდესაც ხარ ჟურნალისტი, თანაც ნაციხარი ...
ამ დროს ჩნდება პერსპექტივა, რომ ერთ მომხიბვლელ წინადადებაზე დათანხმებით, რადიკალურად შეცვალოს ცხოვრება. დიდია ცდუნება, თუმცა დიდია საფრთხეც ..
”ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვამს”, ხოდა ისიც რისკავს ...
ასე იწყება წიგნის მთავარი სიუჟეტი, რომელსაც მოსდევს უამრავი თავსატეხი.
წიგნის მთავარი გმირი 2 მშვენიერი მილიონერი მანდილოსნის გარემოცვასა და მათ ინტირგებში ეხვევა.
თავსატეხები, სიყვარული, მკვლელობა... ის ცდილობს გაქცევას, ყველაფრის გამოსწორებას, თუმცა ...