ფარულავას ფარული ვნებანი
Posted 4:33 PM by Nina in თემები hexsus.blogspot.com, ტელევიზია, შოუ ბიზნესიავტორი: ჰექსე
წინა კვირას ნანუკას შოუში მიწვეული იყო ია ფარულავა, თუ არ გინახავთ წინასწარ ნუ შეგშურდებათ ჯერ წაიკითხეთ რევიუ:
- სად არის ია?
- სახის კრემის - რომელიც პირველად საქართველოში შემოიტანა იამ. ეს კრემი მაყურებლისთვის უკვე ცნობილია რადგან ბოლო ორი თვეა სადაც მიდის ია ყველას ამ კრემს ჩუქნის და ამ კეთილშობილურ ჟესტს თან ისეთ რეკლამას აყოლებს შესაბამისი ასაკი რომ მქონდეს უკვე 10 კოლოფი უნდა მქონდეს შეძენილი.
- წიგნის - თურმე წიგნის ავტორიც ყოფილა, მისი შინაარსის მოყოლას გლობალური დათმობის თავიდან ასაცილებელი გეგმის შემუშავება მთხოვეთ. უფრო მარტივი და საინტერესო იქნება.
- "ჩემი მშვენიერი ლედის"- ეს უფრო იყო მოგონებანი გარდასულ დღეთა და "ეჰ ნახეთ რამდენი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული " აბა მე მაგის ღირსი ვიყავი რომ... მმმ ხომ გაგიგიათ ყველაზე საუკეთესო რეკლამა ანტირეკლამააო და არც უმაგისობა ყოფილა. ვინც არ იცოდა, ან ვერ ხვდებოდა ამ გადაცემაში ექსკლუზიურად (სიტყვა "ექსკლუზიური" მოდური რამეა შავი ხელჩანთასავითაა, ყველაფერს უხდება.) ავტორისგან გაიგო რომ გადაცემაში მოყოლილი ისტორიები რომლებზეც წლების წინ ნიანგის ცრემლებს ღვრიდა და სწამდა რომ გოგონა ზღაპრიდან "კონკია" მისი თანამედროვეა, ხშირ შემტხვევაში, თურმე მხოლოდ იას ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა.
- "დღის შოუს"- ნებისმიერი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი გეტყვით, რომ ნებისმიერი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი მხოლოდ წინ უნდა იყურებოდეს. იაც რა თქმა მათ რიცხვს მიეკუთვნება. მართლაც და რა(ღა) აზრი აქვს იმ ლედისმოგონებას რომელიც უკვე წარსულში დარჩა, რაც არ უნდა მშვენიერი ყოფილიყო ის. დროა წინ გავიხედოთ და აწ უკვე ახალი შოუ გავაპიაროთ. მიუხედავად იმისა რომ ამ შოუს როგორც დაწყების დროს, ისე შინაარსს საგულდაგულოდ გვიმალავენ მაყურებელმა ალბათ უკვე კარგად იცის რომ ამ შოუსგან ვერაფერს მიიღებს ისეთს რასაც "სამოთხის ვაშლებისგან" ვერ იღებს . თუმცა "და არ გვექნება ზარები" იყო სწორედ ის საკონტროლო დარტყმა მისი კრიტიკოსების მიმართ და ფარულავას ფარული მესიჯი ქვეტექსტით "არაფერი შეგეშალოთ და იმ გადაცემას არ შეგვადაროთ რომლის ეთერშიც მაყურებელი რეკავს და თავის გულუბრყვილო ისტორიებს ყვება- ო"
- საკუთარი თავის - ამდენ ბრენდს შორის იამ კარგად შესწავლილი მსახიობის ოსტატობით საკუთარი თავიც გაარეკლამა - ახლა ის მარტოა და შეგიძლიათ დაურეკოთ დაპატიჟოთ ყავაზე.
- ეს დაუსრულებელი ბანკეტები, მიღებები, წვეულებები....
0 comment(s) to... “ფარულავას ფარული ვნებანი”