via 24 საათი
გამოქვეყნდა იტალიელი რეჟისორის მკვლელობის ახალი დეტალები
პიერ პაოლო პაზოლინის მკვლელობის საქმე, რომელიც დღემდე ბურუსით იყო მოცული, ნელ-ნელა იხსნება და ახალი დეტალები იკვეთება. იგი შორეულ 1975 წელს სასტიკად გამოასალმეს სიცოცხლეს, ხოლო დანაშაულში ეჭვმიტანილმა პინო პელოსი დი გუიდონიასგან პოლიციამ საბოლოო აღიარება ვერაფრით მიიღო (თუმცა მკვლელობისთვის გასამართლებული იყო). მას შემდეგ პაზოლინის მკვლელობის საქმე პრაქტიკულად თაროზე შემოიდო, რამდენიმე დღის წინ კი იტალიურმა გაზეთმა Oggi უახლესი და, შეიძლება ითქვას, სენსაციური მასალები გამოაქვეყნა. აღნიშნული ისტორია კი ნამდვილად წააგავს ფილმის სიუჟეტს.
ამ მასალებიდან ირკვევა, რომ 1975 წლის 2 ნოემბრის ღამეს ზღვისპირა ქალაქ ოსტიაში მომხდარი დანაშაულისას 17 წლის პინო პელოსი და პაზოლინი მარტოები არ იყვნენ, მათთან ერთად კიდევ სამი პიროვნება იყო: 15 წლის ფრანკო და 13 წლის ჯუზეპე ბორსელინოები და ვინმე ჯონი მეტსახელად "ქერა". მათ შემთხვევის ადგილას ყოფნას კარანიბერი რენცო სანსონე ადასტურებს, რომელიც იმ პერიოდში ქუჩის ბანდაში იყო შეგზავნილი. ამავე ბანდის წევრები იყვნენ ძმები ბორსელინოები, რომელთა მთავარ საქმიანობას მანქანების გატაცება წარმოადგენდა. როგორც სანსონე ამბობს, პაზოლინის მკვლელობის თვითმხილველობის შესახებ ძმებმა თავად მოუთხრეს, მაგრამ კონკრეტული დეტალების შესახებ არაფერი უთქვამთ. თავის დროზე ძმები სასამართლოზეც იყვნენ დაბარებულები, თუმცა ყველაფერი უარყვეს, რაც იმით ახსნეს, რომ სანსონეს დაბნევა სურდათ, რადგან უკვე არსებობდა ეჭვი მისი რეალური პიროვნების შესახებ. გავიდა წლები და ძმების მიერ სანსონესთვის მოთხრობილ ამბავს უკვე სიმართლედ მიიჩნევენ, რადგან როგორც ირკვევა, მაშინ მათ სანსონეს ნაქურდალი ნივთების საიდუმლო სამალავის შესახებაც მოუთხრეს, რაც ნიშნავს, რომ ისინი ბოლომდე ენდობოდნენ მას და, შესაბამისად, არც მოატყუებდნენ. ძმები რამდენიმე წლის წინ შიდსით გარდაიცვალნენ, ამიტომ გამოძიებას ისღა დარჩენია ამ უკანასკნელი ვარაუდით იხელმძღვანელოს…
იხილეთ გაგრძელება>>>> 24saati.ge