თითქმის ბრაზილიურად

Posted 6:00 PM by Nina in თემები , , , ,

cror3_7912_4c1f25f3e617a

ავტორი: ზურა თალაკვაძე

იტალიური მაზოხიზმი, ჰოლანდიური პრაგმატიზმი, აფრიკული ონანიზმი - ტურნირი მძიმე და რთული საყურებელია, იშვიათი და სასიამოვნო გამონაკლისების გარდა.

დიეგო ფორლანი ერთობა და ჩვენც მაგრად გვართობს, ურუგვაი კი ფეხბურთს თამაშობს. არგენტინაში ყველა ყომარობს, ყველას ეზარება ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა და მაინც მაგრად ერთობა დონ ფიდელის ძმაკაცის გუნდი. ჰოლანდიაში ჯერ ვერ გაიგეს, რას და რატომ თამაშობენ სნეიდერები და კიუიტები და ბრაზილიამ მართლა ფეხბურთი ითამაშა.

კარლოს დუნგას ნაკრებმა თავიდან… არა, კინაღამ ვთქვი, მძიმედ დაიწყო-მეთქი ტურნირი. მძიმედ არა, ორიგინალურად, პრაგმატულად და მშვიდად დაიწყო და ნორმალურ, გაპიარებულ კოტ დ`ივუარს რომ დაეჯახა, უბრალოდ, გადაურბინა და პარალელურად, მაღალი კლასის დემონსტრირება მოახდინა.

რა ვიცი, წესით აღარ უნდა მოეღუშოს სიფათი სხვა ნაკრების ფანს ან იმ კრიტიკოსს, რომელიც თავს დუნგაზე ერუდირებულად და ჭკვიანად თვლის. რატომ წაიყვანა მწვრთნელმა ტურნირზე “გალათასარაის” ტიპი (ანუ, ელანო) და რატომ დატოვა “მილანის” ფორვარდები (ნუ, იცით, ვინც)?

რა შუაშია ტურნირთან ლუიშ ფაბიანო? ცოტათი მაინც არის, სულ ცოტათი.

გაქაჩავს თუ არა ბრაზილიის დაცვა, რომელშიც რამდენიმე ბებერი და გადაღლილი პროფესიონალი შედის?…

იხილეთ გაგრძელება >>> 24saati.ge



0 comment(s) to... “თითქმის ბრაზილიურად”