ჩვენი პლანეტა
Posted 2:31 PM by Nina in თემები journal.top100.ge, top100.ge, ამერიკა, ბუნება, გარემო, პოპულარული, ფოტოvia Top100.ge
იგუასუ – ჩანჩქერების კომპლექსი მდინარე იგუასუზე, მდებარეობს არგენტინისა და ბრაზილიის საზღვარზე, არგენტინისა და ბრაზილიის „იგუასუის“ ეროვნულ პარკებში. სახელწოდება იგუასუ გუარანის ენაზე ნიშნავს “დიდ წყალს”.
ვიქტორია – ჩანჩქერი მდინარე ზამბეზიზე, სამხრეთ აფრიკაში. მდებარეობს ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე. ჩანჩქერის სიგანე 1,8 კმ-ია, სიმაღლე – 128 მეტრი. აღმოაჩინა შოტლანდიელმა მოგზაურმა დევიდ ლივინგსტონმა 1855 წელს და სახელი უწოდა დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას პატივსაცემად. ჩანჩქერი აფრიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
ფამუქ-ქალე – თერმული წყლების ბუნებრივი საცავია თურქეთის დენიზლის პრონვინციაში. ეს დიდი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. წყალი, რომელიც მთის ფერდობებიდან ჩამოდის ქმნის კირქვის ბუნებრივ ავზებსა და კედლებს. ქათქათა თეთრი ტერასები მთის ფერდობზე წარმოიქმნა კალციუმით გაჯერებული თერმული წყლების მარილების ნადებით.
დიდი ბუნებრივი წყარო. ვაიომინგის ეროვნული პარკი.
ჰავაიზე მდებარე მოქმედი ვულკანი Kīlauea.
იხილეთ დანარჩენი ფოტოები>>> journal.top100.ge