10 მილიარდი წუთი სოციალიზაციაში

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , , ,

make-money-with-facebook

ავტორი:ივეტა ამაღლობელი

 

თვეში მომხმარებლების მიერ ინტერნეტში დახარჯული დროის 22 % სოციალურია - აცხადებს მარკეტინგული კვლევის კომპანია Nielsen-ი. სოციალურ ქსელ facebook-ზე 400 ათასამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული საქართველოდან.

კომპანია Nielsen -მა 15 ივნისს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში ”ტვიტერინგს”, კომენტირებას, ბლოგინგს, გაზიარებასა და ლინკირებას ინტერნეტში გატარებული დროის 22% მიაქვს.

ვების მომხმარებლები თვიურად ჯამში 110 მილიარდ წუთს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე.

Nielsen -ის  კვლევის მიხედვით, სოციალური ქსელებისა და ბლოგების მონახულება გასულ წელთან შედარებით  20% –ით გაიზარდა და გლობალური ქსელის მომხმარებელთა სამი მეოთხედი შეადგინა.

გარდა ამისა,  2010 წელს  მომხმარებლები დღეში საშუალოდ 6 საათს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში, მაშინ, როცა წინა წელს ეს ციფრი სამს შეადგენდა.

Nielsen -ის სტატისტიკის მიხედვით, დღეში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი  6 საათს ატარებს facebook-ზე. კვლევის მიხედვით, ეს სოციალური ქსელი ყველაზე პოპულარული იტალიაშია - ინტერნეტის მომხმარებელთა ორი მესამედი სტუმრობს ქსელს ყოველთვიურად…

იხილეთ გაგრძელება>>> netgazeti.ge



0 comment(s) to... “10 მილიარდი წუთი სოციალიზაციაში”