ავტორი: Sally
დამთავრდა ლოსთი, ჩემი ყველა დროის ფავორიტი შოუ. ძალიან ბვერი უკმაყოფილება გამოიწვია ფანებში, ყველა იმაზე ტირის რომ არ გაეცა კითხვებს პასუხი, ზოგი ქეითის და სოიერის ჰეფი ენდს ელოდებოდა, ზოგს ეგონა ერთ-ერთი ფორუმელის სიტყვებით რომ ვთქვა: თეთრ წვერიანი კაცი ჩამოჯდებოდა და ყველაფერს მოყოლებული პირველი სეზონიდან დეტალურად აგვიხსნიდა. კარგით რა )) ჩემთვის ეს ფინალი იყო რაღაც არაჩვეულებრივი, პირველი მომენტი ისაა რომ იყო იმდენად ემოციური რამოდენიმე საათი გონზე ვერ მოვედი ისევ იქ ვიყავი ჩარჩენილი, სანი და ჯინი, ჯულიეტის და სოიერის სცენები საერთოდ შეუდარებელი იყო. რაც შეეხება კითხვებზე პასუხის გაცემას, თუ კარგად დავფიქრდებით ძალიან ბევრ ჩვენ კითხვაზე პასუხი თვითონ სერიალშია. უბრალოდ ზოგიერთისთვის მიუღებელია ალბათ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ სოულმეითები და ა.შ. ყველა ელოდა რაღაც მეცნიერულ ახსნას, ქვემოთ გთავაზობთ სტატიას რომელიც არ ვიცი ვინ დაწერა სიმართლე გითხრათ, უბრალოდ გადავთარგმნე იმიტომ რომ ძალიან კარგი რაღაცეები წერია და ზოგს კითხვაზე პასუხისაც შეიცავს . პირდაპირ ვთარგმნიდი არც გადამიხედია ასე რომ უზუსტობებისთვის ბოდიშს გიხდით კიდევ იყო რამოდენიმე სიტყვა რასაც ქართული შესატყვისი ვერ მოვუფიქრე. განსაკუთრებით MOVE ON! კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო რომ ეს იყო ყველაზე კარგი დასასრული რისი მოფიქრებაც შეიძლებოდა. უნდა აღინიშნოს რომ როგორც გავიგეთ ლოსთის ფინალის სცენარი ჯეი ჯეიმ პირველი სერიის სცენართან ერთად დაწერა და არაფერი შეუცვლიათ. გენიალურია
მოკლედ აი სტატია:
პირველი:
კუნძული:
ყველაფერი რეალური იყო. ყველაფერი რაც მოხდა კუნძლზე და რასაც ვუყურებდით 6 სეზონი იყო ნამდვილი. დაივიწყეთ ბოლოს დამსხვრეული თვითმფრინავის სურათი ,უბრალოდ ხალხის ტვინის ასარევად იყო ჩასმული რომ ეჩვენებინათ რა შორს წავიდა შოუ. თვითმფრინავი ნამდვილად ჩამოვარდა. ისინიც გადარჩნენ. რეალური იყო როგორ აღმოაჩინეს დარმა და სხვები. კუნძული ერთგვარად აბალანსებს ცუდს და კარგს, ყოველთვის ეს იყო მისი დანიშნულება და სამუდამოდ ასე იქნება. და ყოველთვის ეყოლება ‘დამცველი’, ჯეიკობი არ ყოფილა პირველი და არც ჰარლი იქნება ბოლო. თუმცა ჯეიკობს მოუხდა ბოროტ ძალასთან დაპირისპირება, რომელთან შეხება არც დედამისს და არც ჰარლის არ ქონიათ. ჯეიკობმა თავად შექმნა ‘ბოროტი’ და მასვე უნდა აეპოვნა გზა მისი განადგურებისთვის – მიუხედავად იმისა რომ წესები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
ასე დაიწყო ყველაფერი, ჯეიკობმა დაგეგმა მოეყვანა კანდიდატები რომლებიც იქნებოდნენ ერთადერთნი ვინც შეძლებდა იმას რაც მას არ შეეძლო, მოეკლა შავი ბოლი. ჯეიკობს ძალიან გრძელი სია ქონდა კანდიდატების რომლებებიც თაობებს მოიცავდა. თუმცა ყველა ვინც მოყავდა მას, ძალაუნებურად შავი ბოლის გავლენის ქვეშ ექცეოდა და საბოლოოდ ყველა ერთმანეთს ხოცავდა. ეს იყო მანამ სანამ რიჩარდი მოვიდოდა, იგი დაეხმარა ჯეიკობს გაეცნობიერებინა რომ თუ უფრო აქტიური არ იქნებოდა მისი გეგმა სამუდამოდ წარუმატებელი დარჩებოდა.
დარმა – ურიცხვი რაოდენობა ხალხისა რომელიც ჯეიკობმა მოიყვანა თავის დროზე კუნძლზე, როგორც ნაწილი მისი გეგმისა მოეკლა შავი ბოლი. თუმცა როგორც აღმოჩნდა ‘შავი ბოლი’ მიხვდა ჯეიკობის ჩანაფიქრს, ბენი თავის მხარეს გადაიბირა, და დააჯერა მას რომ იგი ჯეიკობის დავალებებს ასრულებდა, ბენი იყო ლიდერი ხალხი მას უსმენდა და აკეთებდნენ იმას რაც ბენს სჯეროდა ჯეიკობის დავალება იყო. ასე დახოცეს დარმას წევრები და შემდეგ ცდილობდნენ ასევე მოეკლათ ქეითი, სოიერი, ჯეკი, ჰარლი და ყველა კანდიდატი იმიტომ რომ შავ ბოლს ასე უნდოდა, თავად კი მათი მოკვლა არ შეეძლო.
დარმა იდეაში კარგი საქმისთვის მოიყვანეს. თუმცა ყველაფერი დამთავრდა იმით რომ შავმა ბოლმა ბენი გადაიბირა და დაახოცინა თავისი ხალხი. მოკლედ, დარმა იმისთვის მოიყვანა ჯეიკობმა რომ დახმარებოდა ჩვენს კანდიდატებს შავი ბოლის მოკვლაში თუ დარმა კიდევ ერთი გრძელი სია იყო ჯეიკობის კანდიდატების? ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა, ალბათ სცენარისტების პასუხი იმაზე ცუდი გამოდიოდა ვიდრე თითოეულ ჩენთაგანს შეეძლო მოეფიქრებინა. მიუხედავად ყველაფრისა დარმას არსებობა არ იყო უაზრო ან ბუნდოვანი, პირიქით ზედმეტად გამოკვეთილია.
მაინც, მიუხედავად თავისი გეგმისა, ჯეიკობმა მისცა თავის კანდიდატებს ის რაც თავად არასოდეს ქონია, არჩევანი. ამიტომ აქვს ძალიან გრძელი სია ასწლელულების განმავლობაში და ელოდება კანდიდატებს რომ თვითონ აირჩიონ და მიხვდნენ ვინ შეძლებს საქმის შესრულებას საბოლოოდ. შეიძლება იცოდა კიდეც რომ ჯეკი მოკლავდა ფლოკს და ჰარლი დაიკავებდა დამცველის ადგილს. შეიძლება არც იცოდა. მაგრამ ეს იყო ყოველთვის გადამწყვეტი შეკითხვა შეოუში : ბედი თავისუფალი არჩევნის, მეცნიერება კი რწმენის წინააღმდეგ. ჩემი აზრით კეიკობმა ყველაფერი წინასწარ იცოდა და ყველამ რაღაც წვლილი შეიტანა მეექვსე სეზონში და დაეხმარა ჯეკს მისულიყო იქ სადაც ის შეძლებდა შავი ბოლის მოკვლას და ჰარლისთვის დამცველის ‘თანამდებობის’ გადაცემას. ეს სწორედ ისაა რასაც ბევრი ფიქრობს მაგრამ რა თქმა უნდა ამას არ უპასუხეს სცენარისტებმა, არ გააფუჭეს ყველაფერი.
ბოლოში ჯეკმა შეძლო იმის გაკეთება რაც ყოველთვის უნდოდა: დაეცვა და გადაერჩინა თავისი ‘დაარგული მეგობრები’ მიიღო ის რაც უნდოდა: ქეითი და სოიერი კუნძლიდან წავიდნენ, ჰარლის კი მიეცა ცხოვრებაში აზრი, მიზეზი არსებობისთვის, ეს სწორედ ის იყო რაც ჰარლის არასოდეს ქონია. და სალხინებელში ( უკეთესი სიტყვა ვერ მოვიფირე) ყველას დაეხმარა ტვირთის მოცილებაში.
ეხლა კი ‘სალხინებელი’ ეს არის სამყარო სადაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა ერთმანეთთანაა მიჯაჭვული ცხოვრების მანძლზე. დავარქვათ მათ თუნდაც სულიერი მეგობრები ( თუმცა ზუსტად ის არაა რაც მინდა ვთქვა). მაგრამ ეს ხალხი არი მიჯაჭვული ჩვენთან ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომნტებში, როგორც ახსნა კრისტიან შეფარდმა. ეს ის ადამიანები არიან ვისთან ერთადაც ვმოძრაობთ სამყაროს გარშემო ცხოვრების ერთი ნაწილიდან მეორემდე. ეს ყველაფერი არის ინდუიზმზე დაფუძნებული , დასავლეთის რელიგიების ერთგვარი მიქსი.
ეს ყველაფერი რაც სცენარისტებმა შექმნეს , დაფუძნებლი ფილოსოფიაზე, არის ის რომ დაკარგულების ნაწილმა შექმნეს ეს სალხინებელი სადაც ისინი არსებობენ განსაწმენდელში მანამ სანამ არ გამოიღვიძებენ რომ იპოვონ ერთმანეთი. როცა იპოვიან მათ შეუძლიათ წარსულის დავიწყება და წინ წასვლა. ანუ ეს არის შოუს ერთგვარი იდეა, ცხოვრება სიკვდილის შემდეგ. შოუს მიხედვით ყველა ქმნის თავის სალხინებელს თავიანთ სულიერ მეგობრებთან ერთად და არიან იქ სანამ არ შეძლებენ წარულის დავიწყებას(MOVE ON), ტვირთისგან გათავისუფლებას და წინასვლას. შესანიშნავი რამეა, მიუხედავა იმისა ხართ თუ არა რელიგიური, ის რომ ვცოცხლობთ და ვკვდებით ერთად ძალიან ღრმა და სწორი იდეაა.
ეს ხალხი უნდა ყოფილიყვნენ ერთად თვიოთმფრინავში, მათ ერთად უნდა გადაეტანათ სირთულეები- არა მხოლოდ ჯეიკობის გამო…
იხილეთ გაგრძელება>>>shapokliak.wordpress.com