Eurovision სპორტის ახალი სახეობა
Posted 9:00 PM by Nina in თემები Muzame, ევროვიზია, ევროპა, კონკურსი, კონცერტი, მუსიკა, სანდრო გვარჯალაძეავტორი: სანდრო გვარჯალაძე
წლის განმავლობაში არის ერთი დღესასწაული, რომელიც მეორდება უკვე აი უკვე ნახევარ სააუკუნეზე მეტია. ამ დღესასწაულის აზრი გამოიხატება იმაში, რომ დედამიწის ერთი კონტინენტის მოსახლეობა ერთ საღამოს რიტუალურად იკრიბება თავსი „გასამხიარულებელი აკვარიუმების“ წინ და უყურებს იმას რასაც რეალობასთან იმდენივე კავშირი აქვს რამდენიც პროფესორ ჩარლზ იქსავიერს და ქართველი ან მოდით გულახდილად ვთქვათ და ნებისმიერი პოლიტიკოსის გამოსვლებს.
„გასამხიარულებელი აკვარიუმების“ წინ დამსხდარი მაყურებლები გადიდებული თვალებით და აჩქარებული პულსით უყურებენ „მუსიკალურ შეჯიბრებას“, რომელსაც რაღაც გაუგებარი, მეტაფიზიკური მნიშვნელობა გააჩნია მათთვის. ამ „მუსიკალური შეჯიბრის“ მნიშვნელობა რამოდენიმე დღეში ქრება, იმის შემდეგ რაც „გასამხიარულებელი აკვარიუმების“ მაყურებლები რამოდენიმეჯერ გაიმეორებენ რიტუალურ მისალმებას: „გაიგე ევროვიზიაში ვინ მოიგო?“ და პასუხად მიიღებენ: „ჩაწყობილია ეგ ყველაფერი, სხვებმა უფრო მაგრად იმღერეს.“
ახლა ცოტა გემრიელი ფაქტები. ევროვიზია დაიწყო შვეიცარიაში, 1956 წელს როგორც რადიოგადაცემა. მაგრამ რადიოსტუდიაში ტელეკამერები მიიტანეს და ევროვიზია „გასამხიარულებელ აკვარიუმებში“ აღმოჩნდა. იმ წელს გაიმარჯვა ვინმე ლიზ ასიამ და მის შემდეგ ეს „მუსიკალური შეჯიბრი“ გადაიქცა ტრადიციულად. შესაბამისად ნახევარი საუკუნის განმავლობაში დიდი ისტორია დაუგროვდა, ცვლილებებით კონკურსის განაწესში და ა.შ. ყველაზე ძალიან ამ ისტორიაში მომწონს ის თუ როგორ ცდილობდნენ კონკურსის ავტორები ხან ორკესტრი მიებათ „მუსიკალური შეჯიბრისთვის“ ხან დაეშვათ მინუს ფონოგრამმა, მაგრამ ისე, რომ ის ინსტრუმენტები, რომლებიც ფონოგრამაში უკრავს სცენაზე ყოფილიყო აუცილებლად და ბოლოს დროის დასაზოგად გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ მინუს ფონოგრამა საკმარისია, მთავარია „მუსიკოსებმა“ იმღერონ, მაშინაც კი თუ ტექნიკური პრობლემების გამო ფონოგრამმა გამოირთვება. როგორ აღრმავებს წლების განმავლობაში ევროვიზია მუსიკასთან კავშირს ხომ ამჩნევთ?
აი იმ 1956 წლით დაწყებული დღემდე არანაირ რეალურ, აქტუალურ მუსიკალურ მიმართულებასთან კავშირი ევროვიზიას არ ჰქონია. ანუ სიტყვა „მუსიკა“ აქ უბრალოდ ზედმეტია. აი მაგალითად 1967 წელს „მუსიკალურ შეჯიბრებაში“ გაიმარჯვა ინგლისელმა მომღერალმა სენდი შოუმ აი ამ სიმღერით (Puppet On A String). ძალიან გთხოვთ ლინკს მიაჭირეთ და დააფასეთ ამ მუსიკალური შედევრის ღირებულება, ჯერ მარტო ვოკალი და ეს განუმეორებელი „ააააააა“ რად ღირს. მერე მუსიკა, რომელიც ამ ყველაფერს ფონად ადევს? რა რითმიკაა, რა კომპოზიციური გადაწყვეტა, რა ჰარმონიები. სიმებიანი ინსტრუმენტები, რომ შემოდის იმ ადგილას, რა ამაღლებული გრძნობა მეუფლება ხოლმე. სასწაული პირდაპირ. და გახსოვდეთ ეს იმ წელს ხდება როცა ბითლზმა sgt. pepper გამოუშვა. არის იქ კარგი სიმღერები, მე მგონი. საერთოდ რა ხდებოდა მაშინ რეალურ სამყაროში, ევროვიზიის მეტაფიზიკას მოყვეტილ რეალობაში, გაიხსენეთ, ძალიან გთხოვთ. ეს 1967 ის წელია როცა Pink Floyd-მა პირველი ალბომი ჩაწერა და ჯიმი ჰენდრიქსის ორი დისკი გამოდის. გავაგრძელოთ – 1984 წელი შვედური ჯგუფი Herreys სიმღერით “Diggi-Loo Diggi-Ley”. … მე ვერ გაგწირავთ, ამის მოსმენას ვერ გაიძულებთ, თუ გინდათ დაგუგლეთ, უბრალოდ სახელი “Diggi-Loo Diggi-Ley” მგონი უკვე საკმარისად ბევრზე მეტყველებს. და ბოლოს, 2008 წელი, ჩემი საყვარელი მარგალიტი – დიმა ბილანი, სიმღერით “Believe”.
არა სწორად გამიგეთ მე კი არ ვითხოვ, რომ იქ სცენაზე…