ესპანური დესერტი Crema Catalana
Posted 3:00 PM by anano in თემები vinoge.com, კულინარია, მალხაზ ხარბედია 
from – vinoge.com
საჭირო მასალა: 50 გ. კარტოფილის ან სიმინდის სახამებელი, 750 მლ. რძე, 6 კვერცხის გული, 70-80 გ. შაქარი, 4 ს.კ. შაქარი ცალკე მოსაყრელად, 1 ლიმონის ცედრა.
მომზადება: ერთ ჭიქა რძეში გავხსნათ სახამებელი, დავუმატოთ ერთად გათქვეფილი 70 გ. შაქარი და კვერცხის გულები. დანარჩენი რძე ავადუღოთ, ჩავუმატოთ ლიმონის ცედრა, სახამებლისა და კვერცხის გულებისგან მომზადებული მასა და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, თან ვურიოთ. კრემი როდესაც კარგად შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავანაწილოთ ცეცხლგამძლე ფიალებში და შევდგათ მაცივარში. უკვე გაციებულ, გამკვრივებულ კრემს ზემოდან მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი და ცოტა ხნით შევდგათ ღუ,მელში, ზემოდან რომ მოიბრაწოს.
0 comment(s) to... “ესპანური დესერტი Crema Catalana”