24 საათი 24.05.10
45 წლის წინ მილანში “ინტერის” მიერ ჩემპიონთა თასის მოგებას ზეიმობდნენ, 2 წლის პორტუგალიელ ბიჭუნას კი იმხანად სათამაშოების გარდა არაფერი აინტერესებდა.
45 წელი ელოდა “ნერაძურის” ქომაგი მორიგ ტრიუმფს და ამ წარმატების მთავარი შემომქმედი სწორედ ის პორტუგალიელი ბიჭუნა გახლდათ.
ჟოზე მოურინიომ დაამტკიცა, რომ თანამედროვეობის უდიდესი მწვრთნელია. “ინტერმა” დამსახურებულად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ბებერი კონტინენტის საუკეთესო კლუბის ტიტული “ბარსელონას” ჩამოართვა. ვიღაცამ შესაძლოა თქვას, რომ მოურინიოს გუნდის სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, მაგრამ მერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში არავინ გაიხსენებს, თუ როგორ მოიგო “ინტერმა” “ბარსელონასთან” ნახევარფინალური დაპირისპირება, შესაძლოა არც მეტად საინტერესო და დრამატული ფინალი გაახსენდეთ, მაგრამ ფეხბურთის ისტორიაში უკვე ჩაიწერა, რომ 2009-10 წლების ჩემპიონთა ლიგა ჟოზე მოურინიომ და მისმა “ინტერმა” მოიგეს. ჟოზემ ჩემპმიონთა ლიგა მოიგო და მიდის.
პორტუგალიელი კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს და ამის თაობაზე მან საკმაოდ ერთმნიშვნელოვანი მინიშნება ფინალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რაც შეეხება თავად ფინალს, უნდა ითქვას, რომ მოურინიოს “ინტერმა” პირწმინდად დაჯაბნა ლუი ვან გალის “ბაიერნი”. დიეგო მილიტოს ორ გოლს მიუნხენურმა გრანდმა ვერაფერი დაუპირისპირა. მოურინიო შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელია და მან დასახულ მიზანს მიაღწია.
ჟოზე მოურინიო (“ინტერის” მთავარი მწვრთნელი): “გული მწყდება, რომ ამ გუნდიდან წასვლა მომიწევს, მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და გრძნობები უნდა დავიოკო და ყველაფერი გავაანალიზო. ჩემი პროფესიული კარიერისთვის ამ ეტაპზე წასვლა სჯობს. აქ მე ყველაფერი გავაკეთე, რაც მევალებოდა…
იხილე გაგრძელება >>> 24saati.ge