უფრთხილდი ორალურ სექსს

Posted 7:28 PM by Nina in თემები , , , ,

oral-sex-baloon

mkurnali.ge

Bookmark and Share

- ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. ვარ 18 წლის გოგონა. ჩემს შეყვარებულთან მაქვს ხოლმე ორალური სექსი. მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ამგვარი სექსი? შესაძლოა თუ არა რაიმე ინფექციური დაავადებით ინფიცირება. რა დაავადებებია ესენი და რა უსაფრთხოების ზომებს მივმართო. წინასწარ მადლობა

- ორალური სექსით სქესობრივი გზით გადამდები ნებისმიერი დაავადების გადადებაა შესაძლებელი. ეს დაავადებებია: სიფილისი, გონორეა, ე.წ. შიდსი, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი და სხვა. 
ახლა რაც შეეხება უსაფრთხოებას. უსაფრთხოება მორალურად გამართლებულ ცხოვრების წესშია!!!
სექსუალური ურთიერთობის განხორციელებისთვის სასქესო ორგანოები არსებობს, პირს სხვა დანიშნულება აქვს, თქვენ უკვე ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით და ამის შესახებ ალბათ გეცოდინებათ. ორალური სექსი ისეთივე სიმახინჯეა, როგორიც იქნებოდა, მაგალითად უკანა ტანიდან ჭამა, ყურებიდან მოშარდვა ან თვალებით სიარული. უფალმა ადამიანი შექმნა სრულყოფილ, თავისუფალ არსებად და უბოძა ყველა ორგანო, რომელიც მისი სიცოცხლისუნარიანობისთვის იყო აუცილებელი – თითოეულ ორგანოს გარკვეული დანიშნულება და ფუნქცია აქვს და როდესაც ადამიანი ცდილობს ამ ფუნქციათა შეცვლას, იგი კანონზომიერების წინააღმდეგ მიდის ანუ უფალს ეწინააღმდეგება, ეს კი არასოდეს არავის მოუტანს სიკეთეს. კარგად უნდა გააცნობიეროთ ისიც, რომ ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობა უღირსი საქციელია ყველა რელიგიის მიხედვით.
ნუ აყვებით მათ, ვინც დაამახინჯა სიტყვა "თავისუფლების" არსი. ადამიანი თავისუფალი არსებაა, სხვა არცერთ არსებას არ აქვს უფლისგან მინიჭებული ეს უნარი. თავისუფლება ნიშნავს საკუთარი ვნებებისა და სურვილების განგებისა და მართვის უნარს, ცხოველს ეს უნარი არ აქვს და ამიტომაცაა, რომ როგორც კი სურვილი გაუჩნდება, მაშინვე ცდილობს ამ სურვილის დაკმაყოფილებას, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ადგილს, დროს და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ადამიანებად უნდა დავრჩეთ, არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენს ადამიანურ ბუნებას, უნდა ვიყოთ საკუთარი ვნებების უფალი და უნდა შევეცადოთ ვიცხოვროთ ადამიანურად.
გახსოვდეთ, უშეცდომო არავინაა და ყოველთვის შეიძლება ცხოვრების ახლიდან დაწყება. ჩვენ გვჯერა თქვენი კეთილგონიერების.

წყარო>>>www.mkurnali.ge

komuna-like



0 comment(s) to... “უფრთხილდი ორალურ სექსს”