ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , , ,

ist2_5972208-young-engeneer

ავტორი: ჯემალი

განათლება არის ინვესტიცია საკუთარ მომავალში. ამ ინვესტიციამ მაქსიმალური მოგება რომ მოგვიტანოს, საჭიროა გვქონდეს ინფორმაცია ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე და ყველაზე პერსპექტიულ სფეროებზე. ამ კუთხით საინტერესო ინფორმაცია შემხვდა ინტერნეტში.
ათი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია:


1. საინჟინრო საქმე (engineering). ეს სფერო მოიცავს შემდეგ პროფესიებს: ინჟინერ-ქიმიკოსი, აეროინჟინერი, კომპიუტერების ინჟინერი, ელექტროინჟინერი, ინჟინერ-მექანიკოსი და სხვა.
საშუალო საწყისი ხელფასი (აშშ-ში): 59000$, საშუალო ხელფასი: 101000$


2. ეკონომიკა (economics). გავრცელებულია მითი, რომ ეკონომიკური საგნები ძირითადად მათემატიკას და სტატისტიკას ეყრდნობიან. გარდა ამ საგნებისა ეკონომიკის ფაკულტეტებზე შეისწავლიან ისეთ კურსებს, როგორიცაა სოციალური მეცნიერება, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერება და ისტორია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა სოციალური მეცნიერებაა.
საშუალო საწყისი ხელფასი: 50200$, საშუალო ხელფასი: 101000$


3. ფიზიკა (Physics). ფიზიკა საკმაოდ მოთხოვნადია სამეცნიერო, საინჟინრო და საგანმანათლებლო სფეროებში. ქვემოთ წარმოდგენილია დიაგრამა, რომელზეც ასახულია სფეროები, სადაც ფიზიკოსს შეუძლია მუშაობა.



საშუალო საწყისი ხელფასი: 51100$, საშუალო ხელფასი: 98800$.


4. კომპიუტერული მეცნიერება (computer science).
საშუალო საწყისი ხელფასი: 56400$, საშუალო ხელფასი: 97400$.


5. სტატისტიკა (statistics). სტატისტიკოსები საჭიროა ყველა იმ სფეროში, სადაც მნიშვნელოვანია მონაცემთა ანალიზი, დაწყებული ბიზნესიდან და დამთავრებული პოლიტიკური სტრატეგიებით. მოთხოვნადია სტატისტიკოსები მარკეტინგის სფეროშიც.
საშუალო საწყისი ხელფასი: 48600$, საშუალო ხელფასი: 94500$.


6. ბიოქიმია (Biochemistry).
საშუალო საწყისი ხელფასი: 41700$, საშუალო ხელფასი: 94200$.


7. მათემატიკა (Mathematics). მათემატიკოსები მოთხოვნადია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბანკები და ფინანსები, დაზღვევის სფერო, კომპიუტერული სერვისები, მრეწველობა და განათლება.
საშუალო საწყისი ხელფასი: 47000$, საშუალო ხელფასი: 93600$.

იხილეთ დანარჩენი>>>jemalisblogi.blogspot.com

 

komuna-like



0 comment(s) to... “ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები”