სწრაფი და ეროტიკული პოსტი (18+)

Posted 5:00 PM by anano in თემები , , ,

     

ავტორი – anina

Bookmark and Share

 

სწრაფი იმიტომ, რომ 7-ზე სადღაც უნდა ვიყო, ეროტიკული კი იმიტომ, რომ რაც კოსმოსი ჩამიჭრეს, მხოლოდ ეროტიკული ფოტოების თვალიერებით ვერთობი (სხვას, რასაც ვაკეთებ, გართობას ვერ დავარქმევ). ეკო უკვე საზღვარგარეთაა, ვიღაცები _ უკვე ციხეში და ჩვენ  გვაქვს სტაბილურობა, თუმცა ეს სტაბილურობა კომაში მყოფი ადამიანის სტაბილურობას უფრო ჰგავს, ვიდრე მეთევზისას. ყოველ შემთხვევაში ახლა უკვე უკეთ ვარ(თ) და შემიძლია, ცოტა გავერთო(ც).

ცხოველები უფრო გიყვართ თუ შიშველი ქალები? იმისთვის, რომ ეს პოსტი მოგეწონოთ, ერთ-ერთიც საკმარისია. მთავარია, შიშველი ცხოველები არ გიყვარდეთ. უფრო სწორად კი_ გატყავებული.  სასტიკად დახოცილი ცხოველები იმისთვის, რომ სელებრითები წითელ ხალიჩაზე უფრო საინტერესოდ შეიფუთონ.

რაც უნდათ, ის ჩაუცვამთ. სანამ ოსკარზე ყველა მსახიობი, რეჟისორი და წამყვანი შიშველი არ იქნება, მაგის თავიდან ბოლომდე მნახველი მე მაინც  არ ვარ.

როგორია,  იჯდე და 6 საათის განმავლობაში უყურო, როგორ უხდიან აბრჭყვიალებული მსახიობები მადლობას ყველას, ვინც კი გაახსენდებათ, გაზეთების ჯიხურის გამყიდველებიდან დაწყებული  ამერიკელი ინდიელებით დამთავრებული. ეს  ყველაფერი კი ისეთი იუმორითაა შეზავებული, რომელიც მარტო მათ ესმით და კიდევ თარჯიმნებს, რომლებსაც რეპორტაჟი მიჰყავთ.

საკმაოდ ბევრი ცხოველი ეწირება იმას, რომ ვიღაცებმა გლამური შეიძინონ. ჩაიცვან ბეწვის ქურქები და არასდროს იფიქრონ იმაზე, რა იქნება,

მათი კანისგანაც რომ შეიქმნას ვინმემ გლამური. მეტს აღარ დაგგრუზავთ. ფოტოები კი მოგეწონებათ, უფრო სწორად, უნდა მოგეწონოთ.

,,I’d rather go naked than wear fur”

,,მირჩევნია, გავშიშვლდე, ვიდრე ბეწვი ჩავიცვა”

 

წყარო>>>aninaland.wordpress.com



0 comment(s) to... “სწრაფი და ეროტიკული პოსტი (18+)”