“ტაო პრივატ ბანკის” მარკეტინგი

Posted 9:00 PM by anano in თემები , ,

 

 

ავტორი – Landish

Bookmark and Share
 

დღეს დილას, როდესაც გავიღვიძე და მობილურს დავხედე, რამდენიმე ახალი მესიჯი დამხვდა. ერთ-ერთი კი სხვებისგან ორიგინალურობით გამოირჩეოდა.

მანამ მესიჯს გავხსნიდი, ჩანდა მხოლოდ შემდეგი ტექსტი: “momenatre, gelode” და მეთქი ვა, ვიღაც ნაშას მოვენატრე და სადღაც მელოდება თქო. თვალები გამიბრწყინდა და წინასწარ მოვემზადე გრანდიოზული დღისთვის :D .

ტაო პრივატ ბანკი

ხოლო როდესაც დროისა და ადგილის გასაგებად მთლიან მესიჯში შევედი მის წასაკითხად, დამხვდა შემდეგი სახის შეტყობინება: “momenatre, gelodebi TaoPrivatBankshi. Sheni sakredito barati :) ” და ვიფიქრე, მეთქი რაღაც მეშლება, თუმცა ჯერ არ ვიყავი ბოლომდე გამოფხიზლებული, მაგრამ არც წინა ღამეს დაიმლევია იმდენი, რომ მეორე დღეს ვეღარ მეაზროვნა :D .

ბოლოს გამახსენდა, რომ წინა პარასკევს განაცხადი შევიტანე ამ ბანკში საკრედიტო ბარათის აღებასთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო დღეს უკვე მზად იყო, თუმცა მას შემდეგ მოყოლებული დღემდე, ვერა და ვერ მოვახერხე მისი გამოტანა. ამის შემდეგ გავიდა ერთი კვირა და როგორც ჩანს 7 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ასეთი ტიპის მესიჯები იგზავნება კლიენტებთან.

თქვენი არ ვიცი და მე მესიჯზე ცალკე და საკუთარ თავზე ცალკე მაგრად ვიხალისე :D .

მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის “მეგობრული” მიდგომა კლიენტებთან ძალიან წაადგებათ მათ. თქვენ როგორ ფიქრობთ? და რას იფიქრებდით, ასეთი მესიჯი რომ დაგვეხდროდათ უცხო ნომრისგან? :D

 

წყარო>>>landish.ge



0 comment(s) to... ““ტაო პრივატ ბანკის” მარკეტინგი”