ნატვრის ხე და ჟურნალისტური სტანდარტი

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , , ,

get_img

ავტორი: დათო ყანჩაშვილი, ნესტან ცეცხლაძე

 

მასმოდა 2010

”ყოველ წელს მერია ტექნიკურად უზრუნველყოფს „მას მოდას“. ძალიან ბევრი სპონსორი ბარტერის სახით არის შემოსული, მერიაც ყოველ წელს  ბარტერით შემოდის,  სანაცვლოდ კი  რეკლამას იღებს” - ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თბილისის საკრებულოს პრესმდივანი  თამარ ჯინჭარაძე.  2005 წლიდან, როცა ეს ღონისძიება პირველად ჩატარდა და ქართველი ჟურნალისტები პირველად გამოვიდნენ პოდიუმზე, დღემდე იგი  ”მას მოდის”  ორგანიზატორია.  

ამჟამად  ჯინჭარაძე საკრებულოს პრესმდივანია და „მას მოდის“ ორგანიზებას განაგრძობს. წლევანდელი ჩვენება 15 მაისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 53–მა ტელეჟურნალისტმა და სხვადასხვა  დაწესებულების პრესმდივანმა მიიღო. პრესმდივნები, ძირითადად, ყოფილი ცნობილი ტელეჟურნალისტები იყვნენ.  მოქმედი ჟურნალისტებიდან კი, ასევე, ცნობილი ჟურნალისტები აჩვენებდნენ დიზაინერ დადუს (ეკა თადუმაძე) კაბებს, რომელიც 2005 წლიდან „მას მოდის“ დიზაინერია და იდეაც სწორედ მას ეკუთვნის.

„მას მოდა“ 2010 -ის სიახლე ნატვრის ხეები იყო. წელს ორგანიზატორებმა დარბაზში, სადაც ჩვენება მოეწყო, 8 სპონსორის ნატვრის ხე დადგეს. მათ შორის თბილისის მერიის ნატვრის ხეც იყო.  ”რვავე ნატვრის ხეს ყველა მონაწილემ რაღაც სთხოვა” - ამბობს საკრებულოს პრესმდივანი.

ეს ნატვრის ხეები კორპორატიული აქსესუარებით იყო მორთული.  დაახლოებით ათი დღით ადრე, „პაკაზამდე“, დავარიგეთ ბლანკები ყველა მონაწილესათვის.  ეს ბლანკები იყო დანომრილი, მასზე არ იყო დაწერილი სახელი და გვარები.  ბევრი ვიფიქრეთ ორგანიზატორებმა, რომ შეიძლება, რომელიმე კომპანია მიკერძოებული ყოფილიყო „ფეისის“ მიმართ, რომ „გაპიარებით“ უფრო კარგად „გაპიარდებოდა“. ეს რომ თავიდან აგვერიდებინა,  დავნომრეთ, მეც არ ვიცოდი, ვინ რა ნომერი იყო, მხილოდ  მონაწილემ იცოდა”.

ორგანიზატორის თქმით, მათ იცოდნენ, რომ სპონსორები  ორმოცდაცამეტივე სურვილს ვერ აასრულებდნენ, ამიტომ წინასწარ სთხოვეს სპონსორებს, რომ თითოეულს მინიმუმ ერთი სურვილი მაინც აესრულებინა.

„მას მოდის“ მონაწილეებს სურვილი მხოლოდ კომპანია ”ოლიმპიურმა ვარსკვლავმა” არ აუსრულა: ”რა პოზიციაშიც შემოგვთავაზეს მონაწილეობა, თანხით შევეწიეთ,  ფინანსური მხარდაჭერა გავუწიეთ“  - აღნიშნა ნეტგაზეთთან საუბარში კომპანიის პრესსამსახურის მენეჯრმა ლელა რაზიკაშვილმა.

კომპანია ”ბილაინმა” ჟურნალისტებს კომუნიკაციასთან დაკავშირებული სურვილები აუსრულა.

“უმეტესობისთვის მთავარი სურვილი ულიმიტო საუბრის საშუალება იყო. ერთ-ერთი იყო ნათია ბანძელაძის (რუსთავი 2 -ის ჟურნალისტი.რედ.) სურვილი, მან ბაქო-ჯეიჰანზე შეერთებული ტელეფონი ისურვა. მას გადავეცით ჩვენი ნომერი ზედ დარიცხული უფასო წუთებით და მას შეუძლია, ორ თეთრად  ყველასთან ისაუბროს, რაც ძალიან კარგი საჩუქარია”. ამბობს „ბილაინის“  წარმომადგენელი თეონა ბაღდავაძე

აგვისტოში M Group  ერთ -ერთ ჯურნალისტს დაბადების დღეს გადაუხდის რომელიმე რესტორანში. ”ჟურნალისტის სახელი არ მახსოვს, ცნობილი არ არის, 50–ე ნომერი იყო” - ამბობს თაკო ნიბლაძე M Group-იდან.

კომპანია ”მითანას” პრიზს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი რატი მუჯირი და ამავე არხის კიდევ ერთი ჟურნალისტი.

”მათ მოიგეს”მითანას” პრიზი, რომელშიც  შედის ჩვენი პროდუქციის თითო ეგზემპლარი. პირველი არხის ჟურნალისტია ეს გოგო, თუ არ ვცდები, სოფო. პირადად არ შევხვედრივარ. მაგრამ რატიმაც რომ მოიგო, ვიცი” - აღნიშნა „მითანას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  გეგი ზაქარაიამ.

ჟურნალისტების ეკა სამხარაძის (რუსთავი 2) და ლიკა ბერაიას (იმედი) ლოპოტაში წასვლას დააფინანსებს ”პსპ”, „მას მოდის“ გენერალური სპონსორი. იგი ასევე დაასპონსორებს გიგლა თუმანიშვილის ხევსურეთში წასვლას ექვს ჟურნალისტთან ერთად. საბავშო ეტლი თეო ცხომელიძის სურვილი იყო, ქარსითერი კი  ნათია ტრაპაიძეს „მას მოდაზევე“ გადაეცა.

პამპერსები გადაეცათ „პსპ“ –საგან - დათო ქაშიაშვილს, ნინო გომართელს და ნათია ტრაპაიძეს.

თბილისის მერიამ  ოთხი მონაწილის სურვილის ასრულება გადაწყვიტა.   მათ შორის არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიც.  სწორედ საზოგადოებლივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი ბოჯგუას სატელევიზიო კომენტარიდან შეიტყო ნეტგაზეთმა თბილისის მერიის საჩუქრის შესახებ:

ეს კომენტარი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 16 მაისს მოამბის 4 საათის გამოშვებაში გადსცა.

„მას მოდა“ 2010– ის დახურვის ცერემონიალის დროს ქეთი ბოჯგუას მიერ გააკეთებული ამ კომენტარის შემდეგ გახდა ნეტგაზეთისთვის ცნობილი  მერიის მიერ ჟურნალისტების თხოვნის ასრულების შესახებ.

ქეთი ბოჯგუას, რომელსაც მიაჩნია, რომ 19 მაისს  ნეტგაზეთზე  გამოქვეყნებული ინფორმაცია  მოკლე ამბის მეორე მხარე იყო, ჩავთვალეთ, რომ აუცილებლად უნდა გავსაუბრებოდით. ნეტგაზეთი მას იმის გასარკვევად დაუკავშირდა, აპირებს თუ არა თბილისის მერიისგან საჩუქრის მიღებას:

”ზოგადად ამაში კანონდარღვევა არ არის, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ წუთას აწარმოებს მოკვლევას, მოხდა თუ არა რაიმე ფორმით საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევა,  ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავკავდებით თუ არა მე და ჩემი მეუღლე გარკვეული საქმიანობით” - აცხადებს ბოჯგუა.

ჟურნალისტს მიაჩნია, რომ  ”წინასაარჩევნო და არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური დაჯგუფებისგან ან რომელიმე კანდიდატისგან საჩუქრის მიღება, რა თქმა უნდა…

იხილეთ გაგრძელება>>>netgazeti.ge

komuna-like



0 comment(s) to... “ნატვრის ხე და ჟურნალისტური სტანდარტი”