by Weekend planner
კლუბები/ბარები/რესტორნები
შაბათს, 10 აპრილს, კლუბში გ.უ.რ.უ., დაუკრავს Camea – ბილეთის ფასი, წინასწარ ყიდვის შემთხვევაში, არის 10 და 20 ლარი, გოგოებისთვის და ბიჭებისთვის შესაბამისად. ადგილზე – 20-30 ლარი. დასაწყისი 23.00
შაბათს, 10 აპრილს, სასტუმრო Radisson Blu -ს Surface Lounge Club-ში იწყება I <3 New York Party, რომელიც გაგრძელდება კვირას ღამემდე. შესვლა თავისუფალია. დარიგდება შეზღუდული რაოდენობის “I <3 NY” მაისურები.დასაწყისი 21 საათზე.
კვირას, 11 აპრილს, კლუბში “როკ კლუბი” გამოვა ჯგუფი Buttaforia. შესვლის ფასი 10 ლარი. არ დაგავიწყდეთ, რომ ბილეთის ფასში შედის ერთი უფასო ლუდი.
კინოთეატრები/ თეატრები
კინოთეატრ ამირანში, დაიწყო ჩვენება ფილმის “უიღბლო პაემანი”.
ცოლ-ქმარი გადაწყვეტს, რომანტიული საღამო მოიწყონ რესტორანში, რათა მომაბეზრებელ რუტინას თავი დააღწიონ და შეცდომით სხვა მაგიდას მიუსხდებიან. თავგადასავლები სწორედ აქ იწყება
რეჟისორი: შონ ლევი
როლებში: სტივ კარელი,ტინა ფეი
ჟანრი: კომედია
imdb.com-ის მომხმარებელთა შეფასება ჯერ უცნობია.
სხვა საინტერესო მოვლენები
9-10-11 აპრილს,სოფელ პატარძეულში, მოეწყობა შეჯიბრი off-road ორიენტირებაში. რეგისტრაცია 9 აპრილს. შეჯიბრის რეგლამენტი და საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე : http://off-road.ge/competitions/