ქობულეთის ნაპირზე ქვების გროვება, ახლადგარდაცვლილის ილუზია და ყველაფერი თავიდან, ანუ ნინო ქათამაძის კონცერტი
Posted 4:00 PM by anano in თემები კონცერტი, მუსიკა, საქართველო, სქოლიოზიანი ემბრიონი
ავტორი – ნასტასია
მიყვარს,
იმიტომ რომ ბევრი ემოცია აქვს, თავისთვისაც და სხვებისთვისაც.
იმიტომ რომ ხშირად ამბობს მადლობას და კიდევ იმას, რომ მადლობა და მართლა ყველაზე კარგი ქართული სიტყვებია.
იმიტომ, რომ როცა მის სიმღერებს დარბაზი არ ყვება, კახური ანეგდოტის მოყოლას ითხოვს და დარბაზს მაინც ამღერებს.
იმიტომ რომ მგონია თბილი, გულწრფელი და საყვარელია.
იმიტომ რომ ჩვენ მეზობლებს თვეში რამდენჯერმე კონცერტზე მაინც უმტკიცებს, რამდენად ნიჭიერები და პატივსაცემები ვართ. იმიტომ რომ შუალედური მდგომარეობისთვის არ გაგიმეტებს, ან უნდა გიყვარდეს, ან არა.
0 comment(s) to... “ქობულეთის ნაპირზე ქვების გროვება, ახლადგარდაცვლილის ილუზია და ყველაფერი თავიდან, ანუ ნინო ქათამაძის კონცერტი”