ავტორი: თამარ ჩხეიძე
პასუხი ტირანიასა და აგრესიაზე – ასე უწოდებს ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებს როზა ოტუნბაევა, ეროვნული თანხმობის მთავრობის თავმჯდომარე.
მას შემდეგ, რაც ყირგიზეთში მინისტრთა კაბინეტი გადადგა და ქვეყნის პრეზიდენტი გაიქცა, ყირგიზეთს ეროვნული თანხმობის საბჭო მართავს, რომელსაც როზა უტუნბაევა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს.
ბიშკეკში კი შეტაკეკების შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 70–ს მიუახლოვდა, დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა კი 500–მდეა.
ბიშკეკში ოპოზიციის მომხრეებმა სახელმწიფო უწყებების შენობები გადაწვეს. რუსული მედიის ცნობით, ყირგიზეთის საზღვრები ჩაკეტილია;მილიცია ეროვნული საბჭოს თანხმობის დაქვემდებარებაშია გადასული. მისი თქმით, დროებითი მთავრობა 6 თვის ვადით იმუშავებს. საბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებენ. დღეს, ბიბისის კორესპონდენტის ინფორმაციით, ბიშკეკში შედარებით სიმშვიდეა.
ყირგიზეთის პრეზიდენტი,ბაკიევი გაქცეულია, თუმცა პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს.
იხილე სრული სტატია>>> netgazeti.ge