5 ყველაზე საშინელი გამოგონება, რომლის გარეშეც სოცოცხლე არ შეგვიძლია
Posted 2:02 PM by Nina in თემები Lord vader, ინტერნეტი, ტექნოლოგია, ცხოვრების სტილიავტორი: Lord Vader
V. ჩემს სიაში მეხუთე ადგილზე მაჯის საათია.
მაჯის საათის გამოგონებამ ადამიანს ცხოვრებით ტკბობის უნარი წაართვა, იმიტომ რომ ამისთვის დრო აღარ რჩება. ყველა სადღაც გარბის კისრისტეხით, ყველას სადღაც ეჩქარება…
საათის გამოგონებამდე ადამიანმა არ იცოდა, რას ნიშნავდა “დროის ფლანგვა”, მას უთვალავი დრო ჰქონდა და ის უკვდავი იყო.
სხვა რომ არაფერი, საათის გამოგონებამდე, ადამიანები არასდროს არსად აგვიანებდნენ და არც სხვას ელოდნენ საათ-ნახევარი.
IV. მეოთხე ადგილს კალკულატორი იკავებს.
კალკულატორის გამოგონებით დაიწყო ადამიანის გაზარმაცება, ტექნიკაზე დამოკიდებულება და საბოლოოდ – გამოშტერებაც
შედეგად, “ვის უნდა 20’000”-ში რომ გახვალ და გკითხავენ, რამდენ ხანს ანდომებს დედამიწა სრული ბრუნის გაკეთებასო, დააღებ პირს…
II. მესამე საპრიზო ადგილზეა კომპიუტერი.
მთელი თავისი თამაშებით, ინტერნეტით, სკაიპით, ფეისბუქით, ი-მეილით, ინტერნეტ-ბიბლიოთეკებით, ინტერნეტ-კინოდარბაზებით და ბლოგოსფეროთი…
ყველაფერ ამას მიაქვს უამრავი დრო. დრო, რომელიც მუშაობისთვისაა და დრო, რომელიც დასვენებისთვისაა. ყველაფერი ამის გადამკიდე, აღარ გახსოვს, რა არომატი აქვს ახალდაბეჭდილ წიგნს, რა გემო აქვს დიდ ეკრანზე ნანახ ფილმს, რა კარგია, როცა ნამდვილ კორტზე ნამდვილი ჩოგბურთის თამაშისას ქანცი გაგწყდება და ოფლში გაწურული დუშის ქვეშ დადგები.
კომპიუტერთან ჯდომა უარყოფითად აისახება თქვენს ღიპზე… უდრო სწორად, ღიპზე – დადებითად აისახება, უარყოფითად აისახება თქვენს სხეულზე.
გაგრძელება იხილეთ აქ>>> lifestylebox.wordpress.com