ამერიკა vs საქართველო - ნაწილი 2 - White, Black, Mexican, ქართველი, სომეხი და სხვები

Posted 1:20 PM by anano in თემები , ,

ავტორი – თათია

აქ არის რაღაც დებილური დაყოფა ხალხებისა: არიან თეთრი ადამიანები, ანუ ამერიკელები, რომლებშიც შეიძლება ჩაითვალოს ევროპელებიც, მაგრამ უმეტესად, როცა ამბობენ თეთრს, გულისხმობენ ამერიკელს. ეს ყველაზე "მაღლა მდგომი" რასაა აქ. თეთრები სარგებლობენ ზოგიერთი უპირატესობით, როგორიცაა სამსახურები, საზოგადო წოდებები და რაც მთავარია იურისდიქცია (ამაზე მოგვიანებით).
შავებში იგულისხმება შავკანიანი და თუნდაც ოდნავ მუქი კანის ფერის მქონე ადამიანები, არა აქვს მნიშვნელობა ამერიკელია თუ აფრიკელი. მათი უმეტესობა საზოგადოებაში რაღაცნაირად დაჩაგრულია (ისევ!), ამიტომ ცხოვრების განსაკუთრებულ სტილს მისდევენ: არიან რაღაც ჯგუფის წევრები, თავს განგსტერებად იწოდებენ, როგორც წესი ეწევიან და იკეთებენ არალეგალურ "ნივთიერებებს", მაინცდამაინც არ უყვართ "თეთრები", შავი ბიჭები "იყენებენ" თეთრ გოგოებს და პირიქით.
შემდეგი რასაა მექსიკელები, რომლებშიც შედიან ესპანურად მოლაპარაკე ადამიანები, არა აქვს მნიშვნელობა მექსიკიდან არიან, ბრაზილიიდან თუ ესპანეთიდან. მათი უმეტესობა აქ არალეგალურადაა ჩამოსული, ამიტომაც "თეთრები" მათ მონებისავით ეპყრობიან. მათ აქვთ ყველაზე დაბალი დონის სამუშაო ცოტა ანაზღაურებით. ყოველთვის ეძებენ ამერიკის მოქალაქეებს, რომ დაქორწინდნენ და მოქალაქეობის უფლება მოიპოვონ.
აზიელები - რასა, რომელსაც ყველა აიგნორებს. როგორც წესი, არიან კეთილი და პატიოსანი ხალხი, რომლებიც ბევრს შრომობენ. აზიელებად იწოდებიან აზიელი წარმოშობის ადამიანები. ერთადერთი სახელი, რომელიც სწორადაა შერჩეული. ისინი ყოველთვის ჩრდილში არიან, არ აქვთ კავშირები სხვა "რასებთან".
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩუმად ხდება, ანუ კანონიერად ყველა ერთნაირია, მაგრამ თუ ერთი და იმავე რამეზე "თეთრი" ციხეში ჯდება 1 თვე, "შავი" ჩაჯდება 2 თვე, "მექსიკელებს" კი ამერიკიდან გაასახლებენ. სამსახურშიც ურჩევნიათ "თეთრი" მიიღონ და უარი უთხრან "შავს".
საბედნიეროდ, მე, ქართველი თეთრებს მიმაკუთვნეს და "ვამაყობ". :P
ეხლა ერთი-ორი სიტყვა საქართველოზეც, რომ შედარების პოსტი გამომივიდეს: საქართველოში არიან ქართველები, მეზობლები, ანუ რუსები, სომხები, თურქები, აზერბაიჯანელები,.. ამერიკელები, ჩინელები, "ზანგები" და კიდევ სხვები. მაგრამ ის მინდოდა მეთქვა, რომ საქართველოში სამწუხაროდ ამერიკელებს ხანდახან ქართველებზე მაღლა აყენებენ, ასევე ევროპელებს, მაგრამ ჩვენი მეზობლები დაჩაგრული მექსიკელების და განგსტერი შავკანიანების როლში გამოდიან. თურქები და აზერბაიჯანელები ვაჭრობენ, ძირითადად დაბალ დონიან ბაზრობებზე. სომხები თითქოს უფრო ჭკვიანები არიან, ან მუშაობენ, ან თვითონ ამუშავებენ ქართველებს. დანარჩენი ხალხი ბევრი არაა, რომ რამე სტერეოტიპი შეიქმნა.
როგორც ჩანს, ორივე, საქართველოს და ამერიკის შემთხვევაში ამერიკელობა უფრო "მომგებიანია".

წყარო

http://www.studentebi.ge/



0 comment(s) to... “ამერიკა vs საქართველო - ნაწილი 2 - White, Black, Mexican, ქართველი, სომეხი და სხვები”