როგორც იქნა, ომი წავაგეთ
Posted 4:30 PM by Nina in თემები tavisufleba.org, ევროპა, მედია, ომი, პოლიტიკა, რუსეთი, საქართველო, ტელევიზიაავტორი ია ანთაძე
„როცა სიბნელე ირგვლივ სრულია,
ნიშნავს, რომ ღამის დასასრულია“
კოტე ყუბანეიშვილი
ვიცი, რომ უკვე ყველას მობეზრდა 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულ რეპორტაჟზე საუბარი. ამ რეპორტაჟიდან მხოლოდ სიტყვა „მოდელირებული“ შემოგვრჩა, რომელიც აქტიურად იმკვიდრებს თავს თბილისელების ლექსიკონში, მაგალითად, ასეთ კონტექსტში: „შენ ცოტა მოდელირებული ხომ არა ხარ?!“
თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ამ მობეზრებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, თითქმის არც ერთ შეკითხვაზე დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ მიგვიღია. არ ვიცით მოტივი, არ ვიცით დამკვეთი, არ ვიცით მიზანი და არც შედეგი. არადა, სწორედ შედეგზე მინდა, დავწერო. თანაც, რაკი პრეზიდენტზე მომიწევს საუბარი, რომლის კავშირი სიუჟეტთან დოკუმენტურად დაუდასტურებელია, ბარემ განვმარტავ, რომ ამ სტატიას საფუძვლად მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებები უდევს.
* * *
წარმოუდგენელია, ამ რეპორტაჟის დამგეგმავ და მის მომზადებაში ჩართულ ადამიანებს ის შედეგი გაეთვალათ, რაც, ჩემი აზრით, მიიღეს: 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთთან დაწყებულ რეალურ ომს 2010 წლის 13 მარტს მოდელირებული ომით დაესვა წერტილი. ამ დღეს განცდილი ემოციური შოკის შემდეგ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, გავაცნობიერეთ ის, რაც ნამდვილი ომის შემდეგ ბოლომდე არ გვჯეროდა: საქართველოს ხელისუფლებამ ომი წააგო. მან პასუხი უნდა აგოს.
ბევრმა მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ როგორც ქართული, ისე უცხოური საზოგადოების მხრიდან ზუსტად ახლა კეთდება ის შეფასებები, რაც, წესით, აგვისტოს ომის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო. ახლა ტრიალებს ჰაერში ის ღრუბლები, რომლებიც ხუთდღიანი ომის წამგები მთავარსარდლის თავზე ჯერ კიდევ 18 თვის წინ უნდა შეკრებილიყო. დავამატებ: რეალობის აღქმა, რაც ნამდვილი ომის შემდეგ დაიშალა და უმისამართოდ გაიბნა, საწყის წერტილს სწორედ იმიტირებულმა ომმა დაუბრუნა. შოკის შემდეგ ფოკუსი ერთბაშად გასწორდა და მივხვდით – ბოლო გადასატანი გადავიტანეთ. უსახელო სიმძიმე, რაც წელიწადნახევრის განმავლობაში სასტიკად გვაწვალებდა და ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევდა, სახელდებულია: ომთან თამაში სიგიჟეა. ეს სიგიჟე, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა და დაიწყო პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა.
ერთია ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩების საპროტესტო განცხადებები; მეორეა ევროპული და ამერიკული საგაზეთო სტატიები თუ ტელესიუჟეტები…
გაგრძელება იხილეთ აქ>>> www.tavisupleba.org