…”მიცვალებული” სახლში დაბრუნდა

Posted 6:30 PM by Nina in თემები ,

paranormal

posted by Lika151

”მიცვალებული” სახლში დაბრუნდა


21 წლის სოფია მალიშევა ოთხი თვის წინ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.სამართალდამცავებმა მისი ძებნა დაიწყეს, გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის  შემდეგ კი ოჯახს აცნობეს ,რომ სოფია ავტოკატასტროფაში დაიღუპა.გვამის ამოსაცნობად და ეკატერინა მალიშევა წავიდა .სხეული ისე იყო დასახიჩრებული, რომ მისი ამოცნობა გაჭირდა, მაგრამ თმის ფერისა და ტანსაცმლის მიხედვით ეკატერინემ დაადასტურა,რომ მიცვალებული ნამდვილად მისი და იყო .
დაკრძალვიდან ზუსთად  ოთხი თვის შემდეგ სოფია სახლში დაბრუნდა.როდესაც ეკატერინემ კარი გაუღო,ეგონა , მიცვალებულის სული გამოეცხადა და უგონოდ დაეცა.მისი გონზე მოყვანა მხოლოდ საავადმყოფოში მოხერხდა,
როგორც გაირკვა , ამ ხნის განმავლობაში სოფია მეგობარ ბიჭთან ცხოვრობდა, ოჯახმა კი სრულიად უცნობი გოგონა დაიტირა და დაკრძალა.

ექიმებმა პაციენტს მუცელში ინსტრუმენტი  დაუტოვეს

ჩეხეთში 66 წლის ზენკა   კოპეჩკოვამ 5 თვის წინ გინეკოლოგიური ოპერაცია გაიკეთა.ოპერაციის შემდგომ ქალბატონს მუცლის საშინელი ტკივილები დაეწყო.რენტგენის გადაღებებისას ექიმები საკუთარ თავს არ უჯერებდნენ,როდესაც მუცელში დაახლოებით ხელის სიგრძე საოპერაციო ინსტრუმენტი დაინახეს.
ხელახალი ქირურგიული ჩარევა გადაუდებელი გახდა ,ოპერაცია პროფესიონალმა ექიმებმა ჩაატარეს  და ყველაფერმა  წარმატებით ჩაიარა.ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს ,საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ კი იმ ექიმის  პასუხისგებაში მიცემას აპირებს,რომელმაც ოპერაციის შემდეგ ასეთი საშიში სახსოვარი დაუტოვა.

იხილეთ ვრცლად>>> ilmfb.wordpress.com



0 comment(s) to... “…”მიცვალებული” სახლში დაბრუნდა”