პატიმრები გუანტანამოდან– სარგებელი და რისკები
Posted 5:00 PM by Nina in თემები ნეტგაზეთი, პოლიტიკა, საქართველოავტორი: ნია ქურთიშვილი
რისკები სარგებელთან შედარებით, მინიმალურია – აცხადებს დავით დარჩიაშვილი გუანტანამოს ციხის პატიმრების ჩამოყვანასთან დაკავშირებით.
„საერთაშორისო ურთიერთობების დღევანდელი პოლიტიკური პირობებიდან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობას ღებულობს გუანტანამოს ციხის დახურვის ძალიან რთულ და კომპლექსურ პროცესში“– აცხადებს ავროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი "ნეტგაზეთთან" საუბარში.
მისივე თქმით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა აშშ–სთან არ არის ცალმხრივი. „ჩვენ მხოლოდ მისი დახმარების მომხმარებელი კი არ ვართ, არამედ ჩვენც შეგვიძლია საერთაშორისო პრობელმების გადაწყვეტაში წვლილის შეტანა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამით ყალიბდება წარმოდგენა ქვეყანაზე, მის შესაძლებლობებზე და მისდამი პარტნიორების დამოკიდებულებაზე ახდენს გავლენას. არამხოლოდ საქართველო, იგივე ევროპული ქვეყნები დაინტერესებული იყვნენ ამ პრობლემის გადაწყვეტაში და ამაში ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას. რისკები ამ სარგებელთან შედარებით, მინიმალურია.“
რატომ არ იძლევა ხელისუფლება დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მათი დაბინავების, თავისუფალი გადააგილებისა და ცხოვრების ხარჯების უზრუნველყოფის შესახებ?
იხილეთ ვრცლად>>> www.netgazeti.ge