The OSCARS - ნომინანტები დასახელდნენ
Posted 3:00 PM by anano in თემები Maya Jims, ახალი ამბები, დაჯილდოვება, კინო, შოუ ბიზნესი
ავტორი - Maya Jims
კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის რიგით 82–ე ცერემონია 7 მარტს გაიმართება. 2 თებერვალს კი, ნომინანტთა სახელები ოფიციალურად გამოცხადდა.
ფილმებს შორის ლიდერობენ: ჯეიმს ქამერონის "Avatar" და მისი ყოფილი ცოლის, კეტრინ ბიგელოუს "The Hurt Locker".
საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წელს ხუთის ნაცვლად, ათი ფილმია წარდგენილი: "Avatar", "The Blind Side", "District 9", "An Education", "The Hurt Locker", "Ingloroius Basterds", "Precious: Based on the Novel "Push" by Sapphire", "A Serious Man", "Up" და "Up in the Air".
მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ოსკარის ნომინანტები გახდნენ: ჯეფ ბრიჯისი, ჯორჯ ქლუნი, კოლინ ფირტი, მორგან ფრიმენი და ჯერემი რენერი. ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის კი: სანდრა ბულოკი, ჰელენ მირენი, ქერი მულიგანი, გაბური სიდაიბი და ტრადიციულად, მერილ სტრიპი, რომლის გარეშე ეს ნომინაცია უკვე წარმოუდგენელია.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ჯეიმს ქამერონი კეტრინ ბიგელოუს შეეჯიბრება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნომინაციაში ქალს არასოდეს გაუმარჯვია. კეტრინი, შესაძლოა, პირველი გახდეს.
"The Hurt Locker"-სა და "Avatar"-ს შორის ჭიდილი ოქროს გლობუსზე დაიწყო და DGAA-ზე (Directors Guild of America Awards) გაგრძელდა. პირველი რაუნდი "Avatar"-მა მოიგო, მეორე – "The Hurt Locker"–მა. ამ ბრძოლაში ოსკარი გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
P.S. ცოტა ხნის წინ, "Avatar" პირველი ფილმი გახდა, რომლის ბილეთებით გაყიდულმა საერთო შემოსავალმა ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.