MAGIC MOUSE-ის მიმოხილვა
Posted 6:00 PM by Nina in თემები დელფი, დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია, ტექნოლოგია
…თბილისში ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა, რომელიც Apple-ის პროდუქციას ყიდის, iphones.ge-ს მეპატრონემ, აკა ხუხაშვილმა შემომთავაზა ბლოგზე გაგვეკეთებინა Apple-ის პროდუქტების მიმოხილვა. იდეა ძალიან მომეწონა და აგერ თქვენს წინაშეა პირველი ასეთი სტატია. შეგახსენებთ, რომ Magic Mouse-ის და Apple-ის სხვა პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, 53 ნომერში, აკასთან.
კომპლექტაცია
ახალი მაუსი იყიდება კომპაქტურ პლასტიკატის კოლოფში, რომელშიც მის გარდა იპოვნით მცირე ზომის ბროშურას. მაუსს მოყვება ორი ცალი AA ზომის ბატარეა, ძალიან კარგი ხარისხის. იგივე ბატარეები თბილისში 9 ლარი დაგიჯდებათ. ბატარეები უკვე ჩასმულია მაუსში.
კომპიუტერთან მისაერთებლად ჩართეთ მაუსი (ღილაკი ბსკერზე აქვს განთავსებული) და დაუკავშირეთ კომპიუტერს System Preferences-ების საშუალებით.
დიზაინი და ერგონომიკა
ამ მაუსს ძალიან დაბალი პროფილი აქვს, ერთგვარად შუაზე გადაჭრილ საპნის ნაჭერსაც წააგავს. ქვემოდან მთლიანად ალუმინის, ზემოდან რძისფერი პლასტიკატისაგანაა დამზადებული. როგოც უკვე ავღნიშნეთ, ქვემოდან განთავსებული აქვს ჩართვის ღილაკი და ბატარეების განყოფილება. მაუსს არა აქვს არანაირი ხილული ღილაკი ან ცოცია, ის სრულიად გლუვი და სიმეტრიულია. მაუსის სრიალს ნოხზე უზურნველყოფს ტეფლონის ორი ზოლი ქვემოდან.
გარეგანი სახე წარმატების მხოლოდ ნახევარია. აი რომ შეხედავ ეგრევე შენდაუნებურად აღმოგხდება “ვახ!” (ამერიკულ Wow-ებს არ ვართ! ;)).
რაც შეეხება ერგონომიკას, ის საკმაოდ სპეციფიურია. თუ ვისაუბრებთ საოფისე სამუშაოზე, აქ ამ მაუსთან არ შეიძლება იყოს რაიმე პრეტენზია. აი თამაშებს რაც შეეხება, აქ შეიძლება ცოტათი გაგიჭირდეთ. დაბალი პროფილის და მართვის თავისებურების გამო ის ნაკლებად გამოსადეგია…