Google IE6-ს მხარდაჭერას წყვეტს
Posted 6:00 PM by Nina in თემები ამბები, ინტერნეტი, მხარდაჭერა, ტექნოლოგია, უსათაურო ბლოგიავტორი: A_I
დღეს დილით Google Apps-ს (საკუთარ დომენზე მიბმული ფოსტა, კალენდარი და დოკუმენტები) მომხმარებლებმა შევიტყვეთ რომ პირველი მარტიდან Google, Internet Explorer 6 მხარდაჭერას ეტაპობრივად შეწყვიტავს. ამის შედეგად Google-ს სხვადასხვა სერვისები მუშაობას შეწყვეტენ (სრულად ან ნაწილობრივად) ამ ბრაუზერში.
IE6 როგორც მოგეხსენებათ აგერ უკვე 9 წელიწადია რაც გვიშხამავს გვიხალისებს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა რომ IE6-ს არცერთი თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ აქვს და მისით სარგებლობა არც თუ უსაფრთხოა, მას ბაზრის დიდი ნაწილი უჭირავს. თვითონ Microsoft-ს თხოვნამაც კი არ გაჭრა და მომხმარებლებს IE6 ვერ “გადააგდებინა”. ამის მთავარი მიზეზი ბევრის აზრით არის ასევე არც თუ ახალი ოპერაცილური სისტემის Windows XP-ს პოპულარობა (რომელზეც IE6 არის დაყენებული). ამ პოპულარობის გამო ბევრი კომპანია თავს იკავებდა IE6-თან არათავსებადი ვებ-გვერდების დამზადებისგან და შესაბამისად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისგან, თუმცა როგორც ჩანს საბოლოოდ ყინული დაიძრა.
გთავაზობთ გუგლის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ წერილს ორიგინალში:
http://usatauro.wordpress.com/