Google-ს თვალით დანახული Georgia

Posted 7:00 PM by Nina in თემები , , ,

09georgia.3

Bookmark and Share
 
ავტორი DEVI
 

…საძიებო სისტემებში სიტყვა Georgia-ს ვწერ “საშინელი შედეგების” ლისტს ვიღებ.. კერძოდ კი ეს ეხება სურათების საძიებო სისტემებს რომლის ერთერთ მაგალითად მოვიყვან Google-ს სურათების ძიებას.

მოკლედ მას შემდეგ რაც სურათების ძიებაში ჩაწერთ ე.წ. ქეივორდს “Georgia” თქვენ სურათების შედეგებში მიიღებთ შემზარავ კადრებს და + 1-2 საქართველოს რუკას ან დროშას. მე მიმაჩნია რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა, თუნდაც იმიტომ რომ არსებობს არაერთი ადამიანი მსოფლიოში რომელსაც არ სმენია საქართველოს შესახებ და მას შემდეგ რაც გადაწყვეტს ქვეყნის შესახებ ინტერნეტით მიიღოს ინფორმაცია, სურათების თვალსაზრისით იღებს ძალიან შემაძრწუნებელ კადრებს. თითქმის უმეტესობა ფოტო არის ჯარი, ომი, ცეცხლი და შემზარავი კადრები..

ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია ულამაზესი ბუნებით და ხედებით. თანაც არაერთი ულამაზესი ფოტო მოგვეპოვება საქართველოს შესახებ. ჩემი აზრით უმჯობესი იქნება რომ შედეგებში ჩნდებოდეს სწორედ ის ულამაზესი ხედები და ადგილები რაც საქართველოშია..

სწორედ ამიტომ მინდა რომ მოგიწოდოთ ინტერნეტში მეტ-ნაკლებად გარკვეულ ადამიანებს (ვებ-მასტერებს, ბლოგერებს და განსაკუთრებით SEO-შნიკებს), მოვიფიქროთ რაიმე ალგორითმი ან რაც გინდათ დაარქვით რომ უბრალოდ მოვახერხოთ Georgia-ს ძიების შემთხვევაში სურათების შედეგებში გამოვიდეს საქართველოს ულამაზესი ხედების და სხვადასხვა ძეგლების (ტაძრები, ქანდაკებები და ა.შ.) სურათები.

მემგონი არცთუისე ძნელი და ამავდროულად ძალიან სასარგებლო საქმეა ჩვენი სამშობლოსათვის…

სამაგალითოდ კი მე აქ დავდებ საქართველოს ხედების და ძეგლების სურათებს და იმისათვის რომ საძიებო სისტემებმაც კარგად აღიქვან…

Georgia-12

 Georgia-1

 Georgia-8

 Georgia-9

 

 Georgia-11

იხილეთ ვრცლად>>>

http://pcmania.ge/



0 comment(s) to... “Google-ს თვალით დანახული Georgia”