გუგლმა ახალი სერვისი გაუშვა ინტერნეტ სივრცეში. Google Buzz
Posted 6:00 PM by Nina in თემები PCMania.ge, ამბები, ინტერნეტი, სოციალური ქსელიBy DEVI
ძია გუგლმა ახალი სერვისი გაუშვა ინტერნეტ სივრცეში. Google Buzz – რომელიც საშუალებას გაძლევთ გაუზიაროთ მთელს მსოფლიოს ან უბრალოდ ვიწრო სამეგობროს თქვენი აზრები, ფოტოები, ვიდეოები, ლინკები და ა.შ. ფაქტიურად ეს არის სოციალური ქსელი რომელიც აერთიანებს მის მსგავს სხვა ქსელებსაც (თვითერი, ფლიკლირი და ა.შ.)
მისით სარგებლობისთვის არ გჭირდებათ არანაირი რეგისტრირება და ა.შ. ის უბრალოდ ჩაინტეგრირებულია თქვენს G-mail ექაუნთში და იმეილზე შემომავალ წერილებთან ერთად მისი კონტროლიც შეგიძლიათ…
თქვენი იდეები და ა.შ. შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ როგორც საჯაროდ ასევე პირადად გარკვეული ჯგუფისათვის.
თქვენს გამოქვეყნებულ მასალაზე გაკეთებული კომენტარები მოვა პირდაპირ Inbox-ში წერილის სახით საიდანაც შეგიძლიათ თავისუფლად გააგრძელოთ საუბარი…
თითოულ პოსტს გააჩნია საკუთარი thumbnail-ი (ანუ იგივე შესაბამისი პატარა ფოტო) რომელთან ერთადაც თავისუფლად შეგიძლიათ დიდი ზომის ფოტოებიც ათვალიეროთ პოპულარული საიტების მაშტაბით..