ძირს პარასკევი!

Posted 6:00 PM by anano in თემები , ,

   

 

ავტორი – 2kija

Bookmark and Share
 
 

“თავისუფლება ვერ იარსებებს მორალის გარეშე, ვერც მორალი – რწმენის გარეშე”

ალექს დე ტოკვილი

ხვალ პარასკევია, მეგაპოლისებში ყველაზე არააქტიური დღე და ყველაზე გიჟური საღამო. ამ დროს სხვადასხვა რასის, სქესისა და რელიგიის წარმომადგენლები სხვადასხვა რაღაცეებს სჩადიან, რომელიც თითქმის ყოველთვის განსხვავებულია იმისგან, რასაცკვირის დანარჩენ დღეებში აკეთებენ. რუსული ვარეზები დილით დარონებული, საღამოს გაღიმებული კატების სურათებით ივსება. პარასკევის რეჟიმმა უცნაურად სწრაფად შემოაბიჯა პოსტსაბჭოთა სივრცეში. პარასკევია! შეგვიძლია დავლიოთ.

ინგლისურენოვან საიტებზე ეს ფორმულირება დაახლოებით ასე ჟღერს: Thanks god it’s friday! – ანუ მოკლედ რომ ვთქვათ მადლობა რაღაც ზებუნებრივ ძალას რომ მოგვცა თავისუფლება მივიღოთ სიამოვნება რომელიც სულაც არ არის სურვილი, ამას უფრო აკრძალული ხილის დამპალი გემო აქვს. ვსმისლე პარასკევს სახლში დარჩენაში რა არის ცუდი? წარმოიდგინეთ: ორი არც თუ ისე მძიმე ფილმი, ბევრი ყავა ან ჩაი (შაქარი გემოვნებით)

 

რა ლიბერალურად ჟღერს შაქრის ამბავი. ადამიანი პარასკევის მე-7 ბინისეული კონსეპტით ისევე შეზღუდულია როგორც “Black eyed peas – i’v got a feeling” კულტურით, ზატო შაქარი – ყარე რამდენიც გინდა შენ ხარ ჩემი ბატონი, არ აწერია რომ კლავს (არადა მართლა კლავს ბევრი შაქარი, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით)

დავიკიდოთ ეს ინგლისური სახელი და შაქრის კულტურა დავარქვათ. ბებიაჩემი მეუბნებოდა, რომ არსებობს ასეთი “თეთრი დაავადება” რომელიც გამოწვეულია ბევრი შაქრისა და მარილის მოხმარებით. დაავადებისა რა მოგახსენოთ, მარა თუ “ტომი და ჯერის” თეთრი თაგვივით ამომივარდა სადმე, მომავალში, ტვინში, შეიძლება ნევროზის სახეც მიეცეს.

ხვალ პარასკევია და მე, ჯოს, სემს და ლორას ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. მე ესსეს დრაფტი მაქვს დასაწერი, ჩემს დანარჩენ მეზობლებს ორშაბათის სემინარი მოსამზადებელი. ჯოს კვირამდე მზად უნდა ქონდეს ესსე დისკურსის შესახებ რომლის დაწერაშიც გამალებით ვეხმარებით, ამიტომ არც ისეთ ადგილებში წასვლა შეგვიძლია სადაც ქათმის ან ღორის გრიპის აკიდებაა შესაძლებელი არც დენ ბრაუნი, არც ბერტოლუჩი თუმცა ბევრი ყავა და შაქარი.

ხოდა პარასკევი გვინდა არ გვინდა, ისე ჟღერს, გეგონება გერმანული სს-ის რიგითი (დაჟე მეტი არა) გეუბნება Fღeiday!!! თავისუფალი დღე!

ამ ყველაფრის კვალდაკვალ, მინდა აღვნიშნო, რომ პარასკევს არასდროს არ გავსულვართ გარეთ, არავინ ჩვენი კორპუსიდან და ვამაყობთ ამით :)

 

 
 
 
 


0 comment(s) to... “ძირს პარასკევი!”