უნიჭო ნიჭიერები და ქართველი სიუზან ბოილი
Posted 5:54 PM by anano in თემები landish.ge, გართობა, კონკურსი, საქართველო, ტელევიზია
ავტორი – Landish
სულ ცოტა ხანია რაც „ნიჭიერის“ პირველი გადაცემა დასრულდა, რომელსაც საკმაო ფურორი და აჟიოტაჟი მოჰყვა. საქართველოში არაერთი უცნაური ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება მთელი ქვეყნის მასშტაბით წარსდგა, რომელთაგანაც გადაცემის მეორე ტურში მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა გადასვლა.
დადებითი თუ უარყოფითი ემოციის მოხდენა ჩემზე არაერთმა მონაწილემ შეძლო. გამაოცა უმეტესი მონაწილის უნიჭოობის (ანუ განსაკუთრებული არაფრის) ნიჭით დაჯილდოვებულობამ.
ზოგს ბავშვობიდანვე შეუძლია მუშტი პირში ჩაიდვას, რასაც ჟიურის აღტაცება და მაიას „ვაიმე შვილო“ მოჰყვება.
ზოგს ველიოსიპედზე უკუღმა ტრიალი შეუძლია და დამსწრე საზოგადოების ასე გაოცება.
მსგავსი ნიჭიერებით, რომ არ შემოვიფარგლო, მინდა გადაცემის და ალბათ სრულიად პროექტის ნამდვილი წარმატებული კონკურსანტის შესახებაც გიამბოთ, რომელმაც შეძლო და ყველა პიროვნებაში სიუზან ბოილის ასოციაცია გამოიწვია.
სიუზან ბოილის გამოსვლა “ნიჭიერის” ბრიტანულ ვერსიაში
ეს ქალბატონი, გულნაზი გოლეთიანი, ერთი პატარა სოფლის მკვიდრია, რომელსაც ოჯახში 3 შვილი და ფერმაში პირუტყვი ყავს. დღის განმავლობაში ოჯახს და სახლხს უვლის, მუშაობს ვენახში, მაგრამ სიმღერისთვის მაინც იცლის. თანაც ისეთი სიმღერისთვის, როგორსაც ვერ წარმოიდგენდით.
