ეჰ, ნანკა, ნანკა..

Posted 2:00 PM by anano in თემები , , , , , ,

           

 

ავტორი – Tiny

დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ინტერნეტ სამყაროში გადაიღეჭება ეს თემა, მაგრამ არ შემიძლია ღეჭვის პროცესში ჩემი წვლილი არ შევიტანო..

ლაპარაკია, რა თქმა უნდა, თეა თუთბერიძის “სიმართლის დროზე”. მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავალ:

პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა ტელეკომპანია “იმედი”-ს არაკომპეტენტურობას. თავიდანვე, სანამ ეთერში გავიდოდა გადაცემა, რასაც ქვია გამიზნული უარყოფითი ემოციები ჩაუნერგეს რეკლამით მაყურებლებს. შოუს ანონსი ერთი კვირის მანძილზე ტრიალებდა და ჟღერდა ასე:

“მისი გამოსვლები მკვეთრი და გამაღიზიანებელია.. მისი განცხადებები ბევრისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. მისთვის არ არსებობს მორალური ბარიერი. მისთვის არ არსებობს მორალური კრედო. ის რადიკალური ცვლილებების მოლოდინში და საკუთარი პრინციპების დასაცავად, მზად არის დაუპირისპირდეს ტრადიციულ ,ეროვნულ ღირებულებებს! მისთვის ახალი ძველის ნგრევას ნიშნავს. მისთვის თავისუფლება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული სუბიექტივიზმია. ის თავს აძლევს უფლებას, ილაპარაკოს მთელი ერის სახელით, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი ერთადერთი მისიაა ”

მშვენივრად გამოუვიდათ ერთ ციდა ტექსტში დიდი რაოდენობით აგრესია ჩაენერგათ:

  • გამაღიზიანებელი-განგაწყობს უარყოფითად
  • მისთვის არ არსებობს მორალური ბარიერი- ხომ იცით, ეს ფრაზა ქართველი ერისთვის რამდენს ნიშნავს? მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა კადრში ჩანს როგორ ეკითხებიან თეას, “სექსში თავისუფალი ხარ?”..
  • მზად არის დაუპირისპირდეს ტრადიციულ ,ეროვნულ ღირებულებებს!- ამ ეროვნულს, ისე ომახიანად ამბობდა პრომოს “ხმა”, რომ ნებისმიერ ჭეშმარიტ ქართველს გაუღიზიანებდა ეროვნულობის ბუშტს.
  • თავს აძლევს უფლებას, ილაპარაკოს მთელი ერის სახელით- ნუ რაღა ვთქვა..თუ ის მთელი ერის სახელით ლაპარაკობს და ერი ეთანხმება, ბედნიერი ვყოფილვარ :D

კარგი, მივატოვოთ ეგ საკითხი და იმაზე გადავიდეთ, რაზეც ერთი სული მაქვს ვთქვა:

ნანკა კალატოზიშვილი მე მომწონდა ძალიან.. ა,დასტური:

ეგ დიდი ხნის წინ გავაგზავნე,მართალია არ მიუღია, მაგრამ ახლა იმას ვფიქრობ უკან როგორ წავიღო ჩემი friend request :D ისე მომწონდა, რომ ისიც კი მივუტევე, ახალ წელს სცენაზე რომ ძლივს იდგა.. აი დღეს კი, უბრალოდ არ შემიძლია ისევ ისე მომწონდეს რა..

თავიდან ჩვეულებრივ შევუდექი შოუს ყურებას..პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ შტოტა ნი ტაკ, თავიდან გადაცემის წესებს და თანხებზე რომ უხსნიდა და რომ უთხრა “იქედან გამომდინარე,რომ შენ ახლა არ მისმენ, გასაგებია, რომ ეს თანხა შენთვის არაფერს არ წარმოადგენს,მაგრამ მაინც..” ოჰო, ნანკას ხმაში სწერვა შეერია :D

“თავს მართლმადიდებლად თვლით”?- ამ კითხვის წარმოთქმისას და დადებითი პასუხის მიღებისას რომ მოეკუმა ტუჩები სიბრაზისგან, გადაცემის ბოლომდე მასე დარჩა :|  არ მიყვარს რელიგიაზე ლაპარაკი მაინცდამაინც და ამიტომ ამ თემას თავს ავარიდებ ამ პოსტშიც მაქსიმალურად. უბრალოდ, ნანკა, მცნება კიარა ცნება უნდა გეთქვა ამ შემთხვევაში :D (მაპატიეთ, ამ კონკრეტულ ლექსიკურ შეცდომაზე განსაკუთრებული გაჭედვა მაქვს).

მას შემდეგ, რაც ფეისბუქის სტატუსები აჭრელდა ამ თემით, რამდენიმეს მოვკარი თვალი ისეთ კომენტარებს, სადაც ამბობდნენ, რომ ნანკა უბრალოდ წამყვანია და ნუ ერჩითო.. ნუთუ წამყვანის ვალია თქვას ფრაზა “იმედია ხშირად ბანაობ” ცინიკური მზერით? თუ ის ევალება, რომ გაოცებული სახით იკითხოს “როგორ მოანათლინეს შვილი თვით ეშმაკს?”

ან იქნებ ის არის, რომ ვიზები სამოთხისკენ ნანკა კალატოზიშვილის მიერ გაიცემა? ნათლულებზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი და თეამ თქვა რამდენი ნათლულიც ყავს, ნანკამ უთხრა ასეთი ფრაზა:

ადგილი გინდა სამოთხეში, მაგრამ არ გამოგივა!

მაპატიეთ, უნდა ვიუხეშო და ვინ ჩემი ფეხებია ნანკა კალატოზიშვილი, რომ ღმერთის კომპეტენციაში ერევა? :D

კრახი იყო, კრახი! “სიმართლის დროს” კრახი, ნანკა კალატოზიშვილის კრახი ხომ საერთოდ და ტელე იმედის კრახიც!

დადებითი ის არის, რომ თუ ცოტა საღი სადმე რამე შეგვრჩა, დაინახავდა ხალხი..იქ თეა სიმართლეს ამბობდა და თან იმ სიმართლეს, რომლის გაგონებისას და დეტექტორით დადასტურებისასაც ნანკას სიბრაზისგან თვალები ენთებოდა..

.ს. არც თეა თუთბერიძეა ჩემი ახლობელი/ნათესავი/ნაცნობი/თანამშრომელი და ა.შ.

პ.პ.ს. არც ნანკა კალატოზიშვილია ჩემი მტერი. პირიქით, გულწრფელად, ძალიან მომწონდა ამ გადაცემამდე..

.პ.პ.ს. აქ გამოყენებული ფრაზების გარდა,კიდევ ბევრი მაქვს ამოწერილი, მაგრამ ისე მეძინება თითები აღარ მემორჩილება. გადაცემას უყრეთ..

ბონუსი:  აჰა, ნანკას თვალებაპყრობილი ფოტო სრულიად უფასოდ :D  კაკრაზ, მანდ ამბობს “ალილუია”-ს და დაე გაიკრან სახლებში, კედლებზე და პოსტერებად, ვისთვისაც ამ გადაცემის შემდეგ ნანკა ზნეობის და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ეტალონია!

 

ვისაც გადაცემა არ უნახავს, აგერ ლინკი: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=23-02-2010%2022:03

Tags: tea tutberidze simartlis dro, თეა თუთბერიძე, თეა თუთბერიძის სიმართლის დრო, ნანკა კალატოზიშვილი, სიმართლის დრო

 

 

წყარო

http://tiny.ge/



3 comment(s) to... “ეჰ, ნანკა, ნანკა..”