ცოტა რამ კინო ფანტასტიკის შესახებ

Posted 1:48 PM by Nina in თემები ,

avatar

Bookmark and Share
 

Written by lobzhanidze

პირველ რიგში ავღნიშნავ იმას, რომ ამ წერილში მიზანმიმართულად არ დავწერ რამდენიმე საკულტო ფილმზე სხვადასხვა მიზეზის გამო. ასე მაგალითად სიაში არ შევიყვანე “ვარსვკავთა ომები”იმ უბრალოდ მოტივით, რომ არ მაქვს ყველა ეპიზოდი ნანახი, მეორე ასეთი ფილმი “ბეჭდების მბრძანებელია,” მართალია ამ სიკველის სამივე ნაწილი მაქვს ნანახი, თუმცა თავს არ ვთვლი ღირსად ვისაუბრო ზოგადად ამ ისტორიაზე, ჩემი ცოდნა საამისოდ საკმარისი არაა. ამიტომაც, ამ და რიგ სხვა ფილმებზე რეცენზიის დაწერა ჩემი მხრიდან თავისებური მკრეხელობა იქნებოდა, დავწერ მხოლოდ იმ ნამუშევრებზე, რომლებშიც საკუთარ თავს მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულად ვგრძნობ. 

 

მე-5 ელემენტი – ლიუკ ბესონი

milla

“ბიგ ბადა ბუმ” – ძალიან საყვარლად გვეუბნება მილა იოვოვიჩის პერსონაჟი ფილმის დასაწყისში, რაც ვერცერთ მაყურებელს დატოვებს გულგრილს. “ბიგ ბადა ბუმ” – სულ სხვა ტონით იმეორებს ბრიუს ვილისი, კერძოდ კი მამაკაცურით, რომელიც საყვარელი სულაც არ არის… პრინციპში არც უნდა იყოს საყვარელი, მან ხომ სამყარო უნდა გადაარჩინოს, ეს აქსიომაა, თუ ბრიუს უილისი რომელიმე ფილმში თამაშობს ყველა გადარჩება… სხვათაშორის ტიტანიკში, რომ ეთამაშა იგივე ექნებოდა. საერთოდ ფრაზები ამ საკულტო ფილმში ცალკე თემაა, მაგალითისათვის “მულტიპას”, ან უილისისადმი მიმართვა “კორვინ დალას, კორვინ დალას”, ვისაც ნანახი აქვს ალბათ ახსოვს ის ხმა, რომელიც საყოველთაო გმირს ეძახის. ფილმი რამდენჯერმე მაქვს ნანახი, საერთოდ ალბათ რთულია წარმოიდგინო ადამიანი, რომელსაც პირველი ნახვის შემდეგ ამის მეორედ გაკეთება არ მოუნდეს. ყველა მნიშვნელობით საკულტო ნამუშევარია და მსოფლიოშიც ბევრი მიმდევარი ეყოლება. 

 

მატრიცა – ძმები ვაჩოვსკები

matrix

პირველად ამ ფილმს კავკასიაზე მოვკარი თვალი, საშინელი თარგმანი იყო და მეც რაღაც ჩვეულებრივ კომერციულ პროექტად მომეჩვენა, რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ვცდებოდი. Mმატრიცის პირველმა ნაწილმა თავის დროზე რევოლუცია მოახდინა, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გაოცებული დარჩა ეფექტებით და ჩადებული აზრით. არც კი ვიცი, ზოგადად “მატრიცაზე” ვისაუბრო თუ პირველ ნაწილზე, რადგანაც მეორე და მესამემ აშკარად ვერ გაამართლეს ფილმის მოყვარულების მოლოდინი, თუმცა აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ “მატრიცა” არ შეიძლება დაჰყო ნაწილებად, ეს ერთი მთლიანი ისტორია, რომელიც უბრალოდ რეჟისორებმა სამ ნაწილად დაჰყვეს, რადგანაც შეუძლებელია ჩაატიო ყველაფერ ერთ სამ საათიან სურათში. Aარადა, იდეა ახალი სულაც არ არის, კიბერბანკი ფილმამდე ბევრად ადრე არსებობდა და ბევრი მიმდივარიც ჰყავდა, თუმცა აღსანიშნავია, ის რომ სწორედ რომ ძმებმა ვაჩოვსკებმა გამოიტანეს ფართო ეკრანებზე და ამით მოახდინეს სტილის პოპულარიზაცია. საერთოდ “მატრიცას” შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ფილმი წარმოადგენს მთელი იდეის მხოლოდ მცირედ ნაწილს, ამაში ისინი დამეთანხმებიან ვისაც “ანიმატრიცა” აქვთ ნანახი, რომლიც ყურებისას ხვდები, რომ ნეო მხოლოდ ჭანჭიკია

 

ავატარი – ჯეიმს კამერონი

avatar

სანამ “ავატარს” ვნახავდი ვიცოდი, რომ წინ დიდი სანახაობა მელოდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. Kკინემატოგრაფიის განვითარების ამ ეტაპზე ასეთს ვერ წარმოვიდგენდი და ალბათ სულ მცირე 5 წელი მაინც დაველოდებოდი, რაიმე მსგავსის გამოშვებას, თუმცა ფაქტი ჯიუტია და “ავატარის” ყურებისას გაოცებას ეძლევი, თუ როგორ მოახერხეს საერთოდ ასეთი სურათის გადაღება. 

იხილეთ ვრცლად>>>

http://lobzhanidze.wordpress.com/



0 comment(s) to... “ცოტა რამ კინო ფანტასტიკის შესახებ”