ნათია გიორგაძე (პოეტი): არ შეიძლება მე ადამიანმა მითხრას, რომ “ჩვენ ვიწექით და ერთმანეთის სიბინძურეებს ვწუწნიდით”.

Posted 6:00 PM by anano in თემები , , ,

           

ავტორი - გიორგი კეკელიძე

Bookmark and Share

მე შორსა ვარ იმ აზრსიგან, რომ არ შეიძლება ბილწსიტყვაობა ლექსებში. თუ პოეტი ნიჭიერია, მას შეუძლია ასეთი ლექსიც გააკეთოს. მსმენელისათვის რომ  უფრო ცხადი იყოს, მე გავიხსენებ მიშა ქურდიანის ლექსს: “ო, მაპატიე, იესო, რომ ჩემთან სტუმრად მოსული გოგონა, როცა ამბობდა: “ო, იეს, ო, იეს”, შენ არ გეძახდა”.

ჩემი აზრით, ეს არის პოეზია. მაგრამ ვერანაირად ვერ დავარქმევ პოეზიას ისეთ ნაშრომს, მასალას, მაკულატურას, სადაც ერთი სექსუალური აქტის აღწერას უთმობენ დაახლოებით 15 გვერდს და ბოლოს ვხვდები, რომ უნდა დამთავრდეს ონანიზმით ან ისეთი რამით, რის თქმაც დღეს არ მინდა.

ეს არის პორნო-ლიტერატურა. პორნო ლიტერატურა შეიძლება, რომელიმე ქვეყანაში იყოს მიღებული, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ  ეს მაინც არის იაფფასიანი ლიტერატურა.  არ შეიძლება მე ადამიანმა მითხრას, რომ “ჩვენ ვიწექით და ერთმანეთის სიბინძურეებს ვწუწნიდით”. მე ეს არ მსიამოვნებს. 

 

წყარო

http://www.demo.ge/



0 comment(s) to... “ნათია გიორგაძე (პოეტი): არ შეიძლება მე ადამიანმა მითხრას, რომ “ჩვენ ვიწექით და ერთმანეთის სიბინძურეებს ვწუწნიდით”.”