ავტორი: lika151
დღეს 22.00 საათზე გადაცემა სიმართლის დროში ნანკა კალათოზიშვილთან ერთად სტუმრად იქნება კესარია იგივე ბესო აბრამიძე
მე პირადად გაკვირვებული დავრჩი .. ვერ წარმომიდგენია რომ საქართველოშიც ხდებოდა ესეთი რაღაცეები : |
წარმოიდგინეთ ბიჭმა დაინახა კესო და შებმას უწყებს : D მაგრამ მან ხომ არ იცის რომ ეს კესო ბესოა .
კესი, უწინ კი ბესო აბრამიძე, საკუთარი ორიენტაციის შესახებ ხუთი წლის წინ ალაპარაკდა, რამაც თბილისის ბომონდშიც კი შოკი გამოიწვია. როცა რაიონიდან დედაქალაქისკენ გამოეშურა იმედი ჰქონდა, რომ აქ მაინც გაუგებდნენ, თბილისში ხომ ვითომ არაფერი უკვირთ. `კაცის სასქესო ორგანო მაქვს, შინაგანად ქალი ვარ.~ მისი გულწრფელი აღიარება საზოგადოებამ არ მიიღო.
სახელის გადაკეთება ბევრი არაფერია, მთავარია სქესი შეიცვალოს, ოპერაცია კი ფული ღირს, რომელიც ჯერჯერობით არა აქვს.
კამუფლაჟი სოფლისთვის
ლამაზი ბავშვი იყო, ამას მთელი სოფელი აღნიშნავდა. სამი წლიდან კაბები და პარფიუმერია მოსწონდა, თანაც იხდენდა. ამით შეშინებული მშობლები თოჯინებით თამაშს უშლიდნენ და კაბების ჩაცმას უკრძალავდნენ. მამა, მხოლოდ ბოლო დროს შეეგუა შვილის ორიენტაციას. `როდესაც რაიონში ჩავდივარ, მთხოვს გამომწვევად არ ჩავიცვა~. დედა ახლაც ვერაფერს ეკითხება პირად ცხოვრებაზე, პასუხის მოსმენის ეშინია.
ბრძოლა ორიენტაციისთვის
არ უჭირს იმის აღიარება, რომ ფიზიკურად კაცია, თავს კი ქალად გრძნობს. პრობლემები საკმარისი აქვს, თუმცა ტკბილ სიტყვას, დაცინვას თუ შეურაცხყოფას საზოგადოება არ აკლებს. ჩვენში უყვართ საკუთარი კომპლექსებისგან განტვირთვა _ სხვის ხარჯზე…