დეივიდ ბექჰემის ოქროს ბურთები
Posted 4:00 PM by Nina in თემები Lord vader, ვიდეო, იუმორი, ჟურნალისტი, სპორტი, შოუ ბიზნესიby Lord Vader
დეივიდ ბექჰემი, რომელიც ერთ დროს მანჩესთერ იუნაითედსა და მადრიდის რეალში თამაშობდა, შემდეგ ლოს ანჯელეს გელექსიში გადავიდა და ახლა კი მილანშია განათხოვრებული, იტალიით და იტალიელებით ფრიად აღფრთოვანებულია. შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, ის არ მოყვეს, თუ როგორაა შეყვარებული ის იტალიაზე, როგორი სტუმართმოყვარე ხალხია იტალიელები, როგორი დიდი პატივი იყო მისთვის სილვიო ბერლუსქონიმ რომ სადილზე მიიწვია, როგორ თბილად შეხვდნენ მის “მილანში” გამოჩენას მილანელები, როგორი პატივისცემით ხვდებიან ფეხბურთელს ყველგან, სადაც კი გამოჩნდება…
ამ ორიოდ კვირის წინაც ბექჰემი, ჩვეულებისამებრ, ქათინაურებში დაიღვარა იტალიელი ჟურნალისტების წინ და ის იყო, იტალიელი ხალხის სტუმართმოყვრობაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ ცნობილმა რადიო-ტელეწამყვანმა ელენა მარია იდა დი ჩიოჩიომ არ აცია და (უკაცრავად თავანკარა ქართულის დაცვის ლიგის პრეზიდიუმთან) პირდაპირ ყვერებში სტაცა ხელი…>>>
http://lifestylebox.wordpress.com/
