ბერლინალეზე თურქი რეჟისორის ფილმმა გაიმარჯვა

Posted 3:30 PM by Nina in თემები , , ,

100220_berlinWINLEADBAL

 

Bookmark and Share
 

ბერლინში შაბათს დაასახელეს ბერლინის მე-60 საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატები. მთავრი პრემია - "ოქროს დათვი" - წილად ხვდა თურქი კინორეჟისორის სემიჰ კაპლანოღლუს ფილმს "თაფლი". "ვერცხლის დათვის" მფლობელი გახდა რუმინული ფილმი პატიმარ ახალგაზრდაზე სახელწოდებით "როცა მინდა სტვენა, ვუსტვენ". ფესტივალის ლაურეატებს შორის მოხვდნენ ასევე რუსი მსახიობები გრიგორი დობრიგინი და სერგეი პუსკეპალისი, რომლებმაც მთავარი როლები შეასრულეს ალექსეი პოპოგრებსკის ფილმში "როგორ გავატარე ეს ზაფხული". ბერლინალეს საგანგებო პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის აღინიშნა ფილმი "მწერალი-მოჩვენება", რომლის რეჟისორი რომან პოლანსკი შვეიცარიაში შიდა პატიმრობაში იმყოფება.

წყარო>> >> www.tavisupleba.org



0 comment(s) to... “ბერლინალეზე თურქი რეჟისორის ფილმმა გაიმარჯვა”