ირვინ უელში _ "პორნო"

Posted 5:00 PM by Nina in თემები , ,

porno-irvine-welsh1-

Bookmark and Share
 
ავტორი: არილი
 

ირვინ უელში
"პორნო"
Porno
By Irvine Welsh
Jonathan Cape, pp.320, August 2002
უკვე ათ წელზე მეტია, რაც მკითხველმა ცნობილი Trainspotting-ის გმირები გაიცნო. რა მოხდა შემდეგ? როგორ მოიქცა რენტონი? რომელიმე გმირმა მაინც თუ მოახერხა ნარკოტიკის გადაგდება? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ირვინ უელშის "პორნო" გვაძლევს.
უელშის ახალი რომანი Trainspotting-ის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. რენტონს უკვე ამსტერდამში ვიხილავთ. მან ახალი ცხოვრება დაიწყო, ახალი "გელფრენდი" იპოვა და ვარჯიშიც კი დაიწყო. საიმონ უილიამსონი კვლავ ლონდონშია, ფრენკ ბეგბიმ მოიხადა სასჯელი, მკვლებისთვის რომ მიუსაჯეს და ახლა გარეთაა, თუმცა მკითხველი ხვდება, რომ ბეგბის სრული რეინტეგრაცია პოლიციურ საზოგადოებასთან მაინც ვერასოდეს მოხდება.
კითხულობ რომანს და ნელ-ნელა იკვეთება ირვინ უელშის რბილი, რიტმული ტონები... "პორნო" მწერლისთვის ფორმასთან დაბრუნებაა. ამ ნაწარმოებმა უელშის შემოქმედების წრე შეკრა ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. უელშის რომანი ძველ გარემოში დაბრუნებაა, სადაც გმირები თავის ჯოჯოხეთში იხარშებიან. ეს გარემო მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და ამიტომ ნაკლებად შემაშფოთებელია.
"პორნოს" შინაარსი მარტივია, უელშის ნაწარმოებები ხომ არასოდეს გამოირჩევა განსაკუთრებულად დახლართული ფაბულით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რომანში გარდატეხაა – ირვინ უელში ქალის ფსიქოლოგიის ექსპერტად გვევლინება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველად წერს სიმპათიით ქალების შესახებ. ნიკი ფულერ-სმიტი რომანის ყველაზე საინტერესო პერსონაჟია, მისი პორტრეტი და ხასიათი ყველაზე კარგად არის დახატული.
ნიკი კინოსკოლის სტუდენტია, ის თვითონ ირჩენს თავს და მასაჟისტის მისაღებში მუშაობს. ნიკი ფიქრობს, რომ მისი მოწოდება პორნოგრაფიულ ფილმებში გადაღებაა. "ყველაზე საშინელება ისაა, როცა კაცი მოდის შენთან და გეუბნება, რომ ძალიან მაგარი ტანი გაქვს; სულაც არ მინდა კარგი, მშვენიერი, ლამაზი და მაგარი ტანი, ისეთიც მეყოფა, ჟურნალებში რომ ბეჭდავენ. ასეთი ტანი რომ მქონდეს, ჟურნალებში მეც ხომ დამბეჭდავდნენ. მაგრამ იქ ჩემი სურათები არ არის, არ მაქვს ასეთი ტანი და იმიტომ. თვალებიდან ცრემლები მომდის, სახე სულ ტუშით გამეთხუპნა. რატომ ვტირი? იმიტომ, რომ ვერსად მივდივარ. აი, რატომ" – ამბობს "პორნოს" პერსონაჟი.
ეს ეპიზოდი და სმიტის გაცამტვერებული ოცნებები "პორნოს" შემაჯამებელ მონაკვეთად უნდა ჩაითვალოს. რომანში ბევრი იმედგაცრუებაა, მაგრამ Trainspotting-ის მსგავსად, "პორნოც" ზეიმობს, რომ ახალგაზრდობას გაძლების, თვითგადარჩენის უნარი აღმოაჩნდა.

დანარჩენი ახალი წიგნები იხილეთ აქ>>>

http://arili2.blogspot.com/



0 comment(s) to... “ირვინ უელში _ "პორნო"”