ახალი დეტალები მაკქუინის სიკვდილთან დაკავშირებით

Posted 2:30 PM by Nina in თემები , ,

mcqueen

Bookmark and Share
 
ავტორი: Maya Jims
 
პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ ცნობილი, ბრიტანელი დიზაინერი ალექსანდერ მაკქუინი ჩამოხრჩობით გამოწვეული ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, მისი დედის დაკრძალვის წინა დღეს, მაკქუინი საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია. მიცვალებულის გვერდით მისი წერილი იპოვეს, რომლის შინაარსი ჯერ მხოლოდ გამოძიებაში ჩართული პირებისთვის არის ცნობილი.
მაკქუინის, როგორც ნიჭიერი დიზაინერის აღმოჩენა, მიეწერება ინგლისელ რედაქტორსა და ქუდების დიზაინერის, ფილიპ ტრესის მუზას, იზაბელა ბოუს, რომელმაც სამი წლის წინ მოიკლა თავი. ეს ტრაგედია მისმა მეგობარმა და აღსაზრდელმა – მაკქუინმა მძიმედ გადაიტანა. დედის სიკვდილთან შეგუება კი, ვერაფრით შეძლო და თავი სასიკვდილოდ გაიმეტა…

იხილეთ ვრცლად>>>  mayajims.blogspot.com/



0 comment(s) to... “ახალი დეტალები მაკქუინის სიკვდილთან დაკავშირებით”