alexander mcqueen ვარდისფერი ცხვრის ცურვა

Posted 1:41 PM by Nina in თემები , ,

alexander_mcqueen_3

Bookmark and Share
 
ავტორი: Maka Asatiani
 
მე ვარდისფერი ცხვარი ვარ. 1969 წლის 16 მარტს დავიბადე ინგლისში - ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო მოდის ინკუბატორია. აქ, ლონდონში ფანტასტიური ნიჭის აუზი გვაქვს, ხოდა მეც გავცურე. ეპატაჟური ქცევის წყალობით მსოფლიო მოდის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი გავხდი. როგორც ამბობენ, ჩემს მიერ ნებისმიერ თემაზე მომზადებული კოლექციები იდეალურია. ქალის ტანსაცმლის ჩემი პირველი კოლექცია ფართო საზოგადოებას 23 წლისამ წარვუდგინე. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ ყველაზე ახალგაზრდა ვარდისფერი ცხვარი ვარ, რომელსაც „წლის ინგლისელი დიზაინერის" ტიტული ოთხჯერ მიანიჭეს. შეიძლება ეს ბედისწერა იყო, ვინაიდან კიდევ 8 წელიწადი დამჭირდა, სანამ „ჟივენშის" მოდის სახლს მივაღწევდი. როცა სამსახურში ამიყვანეს მივხვდი, რომ „ჟივენშის" შესახებ არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ოდრი ჰეპბერნი მყავდა ნანახი და ისიც ცისფერი ეკრანიდან. ამას ჩემი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია. მოგვიანებით, „გუჩის" მოდის სახლმაც ამიყვანა. სწორედ აქ დავიწყე ფიქრი საკუთარი ბრენდის შემუშავებაზე.
 
Untitled
 

მე ვარდისფერი ცხვარი ვარ, რომელიც ფანტასტიური ნიჭის აუზში უკვე ძალიან კარგად ცურავს. ისე კი ჩვეულებრივ ოჯახში ვიზრდებოდი. მამა ტაქსისტი მყავდა. მას არასოდეს მოსწონდა ჩემი ნახატები. მე არ ვუჯერებდი. დედა ჩემთვის ყველაფერი იყო. სწორედ მან მომცა სტიმული მიმეღო საკუთარი თავი ისეთად როგორიც ვარ. მისი მხარდაჭერით, 16 წლის ასაკში ხელოვნების სკოლაში მოვხვდი და სტუდენტობის პერიოდში 6 განსხვავებული სტილი შევქმენი. მე-16-ე საუკუნის სტილი დღევანდელობას შევუთავსე და ახალი თანამედროვე მიმდინარეობა ჩამოვაყალიბე.

მე ვარდისფერი ცხვარი ვარ. ეს ჯერ კიდევ 6 წლისამ აღმოვაჩნე. თუმცა ოჯახს ასე ნაადრევად ვერ ვუთხარი, დაველოდე ჩემს მეთვრამეტე წელიწადს და როდესაც ვარდისფერი ცხვრების ფარას შევუერთდი ჩემი საიდუმლო გამოვააშკარავე.

alexander_mcqueen_fall09_3

გაგრძელება იხილეთ აქ  >>>  brandkitchen.blogspot.com/



0 comment(s) to... “alexander mcqueen ვარდისფერი ცხვრის ცურვა”