რესტორნები ალტერნატიულ ტფილისში (ორი ფრაგმენტი)

Posted 2:15 PM by Nina in თემები , ,

63958B6A-AA21-447D-89E9-A4D45C704FE7_w270_s

Bookmark and Share
 

ავტორი მალხაზ ხარბედია

ჩვენი თამაში, სახელად „ალტერნატიული ტფილისი“, გრძელდება. დღეს ტფილისური რესტორნების ჯერია, თუმცა სანამ უშუალოდ ამ თემაზე გადავალთ, მინდა ერთი სიმპათიური ოჯახი გაგაცნოთ, თანამედროვე გასტრონომიული კულტურის ორი კორიფე, ბრიტანელი ცოლ-ქმარი, ჯენსის რობინსონი და ნიკ ლენდერი – ადამიანები, რომელთაც ფართოდ გაუთქვეს სახელი ქართული ღვინისა და სტუმარ-მასპინძლობის კულტურას. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს წინაშე თავიანთი ღვაწლით ისინი თამამად შეგვიძლია და-ძმა უორდროპებს გავუტოლოთ.
დღესდღეობის ჯენსის რობინსონი მსოფლიოს ღვინის დედოფლად ითვლება, მისი მეუღლე ნიკ ლენდერი კი რესტორნების რისხვად. ადამიანი, ვინც წლების მანძილზე თავად იყო რესტორატორი (ლონდონური რესტორანი L’Escargot მისი საკუთრება იყო), ახლა „Financial Times“-ის მესვეტეა, და იქიდან ემსახურება საყვარელ საქმეს (ჯენსის რობინსონიც იქვე ბეჭდავს თავის სვეტებს).

2869F127-F5C4-481E-B302-F0AFCFC700E7_w270_s

ჯენსისს სახელოვანმა ჰიუ ჯონსონმა შეაყვარა საქართველო, ჯონსონმა, ვინაც ოთხმოციანებში ყველა გააოგნა, როცა ერთ თავის ცნობილ წიგნში დაწერა: „Georgia has produced the earliest evidence of wine selection and hence the emergence of the cultivated variety: Vitis vinifera sativa. Carbon-dating puts this change to domestication at about 5,000 BC.“. იმავე პერიოდში გვასტუმრა ჯონსონმა თავისი მოსწავლე საქართველოში, გააცნო ლევან ჭილაშვილს, რომელმაც თავის დროზე ჰიუ ჯონსონს აჩვენა ლეგენდარული ვიტის ვინიფერას ათასწლეულებისწინანდელი წიპწები.
ჯენსისს მაშინ სულ ახალი ჩაბარებული ჰქონდა „Master of Wine“-ის გამოცდები, თავის პირველ შვილზე სწორედ ტფილისში იმშობიარა და როგორც ერთ მოგონებაში აღნიშნავს, პირველ დიდ წარმატებებსაც ტფილისში მიაღწია. გასაგები მიზეზების გამო, იგი დალევით საერთოდ ვერ სვამდა და დეგუსტაციებზეც, მხოლოდ ყნოსავდა და აფურთხებდა. თუმცა, საქმე ისაა, რომ ფეხმძიმობის გამო მას ძალზე გამძაფრებული ჰქონდა ყნოსვა-პირის გემო და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც სწორედ მაშინ გააკეთა ღვინის შესახებ, რითაც აღაფრთოვანა ჟიურის წევრები – ჰიუ ჯონსონი, გოგი თუშმალიშვილი, მაიკლ ბროდბენტი და სხვ.
არანაკლებ სახელოვანი წარსული აქვს ნიკოლას ლენდერსაც, ამჯერად მის ბიოგრაფიას არ მოვყვებით, უბრალოდ შემოგთავაზებთ ფრაგმენტებს ლენდერის ძალიან ცნობილი სტატიიდან, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა Financial Times-ში. მომავალში კი ჯენსის რობინსონის ნაწერსაც გავეცნობით ქართული ღვინის შესახებ.
მოკლედ, სჯობს თავი დავანებოთ შესავლის უსაშველოდ გასუქებას (რომელმაც წარმოუდგენელი ზომები შეიძლება მიიღოს, რადგანაც ძალიან ბევრი რამაა სათქმელი ამ სახელოვანი ცოლ-ქმრის შესახებ) და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ….

გაგრძელება იხილეთ აქ>>>

http://www.tavisupleba.org/



0 comment(s) to... “რესტორნები ალტერნატიულ ტფილისში (ორი ფრაგმენტი)”