გრძნობათა იმპერია - იაპონური სექსები
Posted 1:02 PM by Nina in თემები demo.ge არტ-პორტალი, ინტერვიუ, რეცენზია, სექსიავტორი:ჯეი ვერძი
მე მინდა ვიდგე კვარცხლბეკზე და იქიდან გიყურებდეთ. მე მინდა ვიყო გამარჯვებული თქვენთან ბრძოლაში.
მე მინდა ვიყო შემოქმედი რომელის შემოქმედებას თქვენ ვერ გაიგებთ, მაგრამ თავს მოიკატუნებთ ერთმანეთის მოსატყუებლად, დაწერთ რეცენზიებს, მისცემთ ინტერვიუებს და წაიკითხავთ ლექცეიებს ჩემი შემოქმედების შესახებ, გამოიყენებთ ყველა სიტყვას რაც იცით ან არ იცით, გაიღიმებთ ნიშნის მოგებით “ მივხვდი.“
მე მინდა მოგცეთ საბაბი თქვენი ინტელექტის გამომჟღავნებისა, მე მინდა ვიყო ცრუ წინასწარმეტყველი რომელიც თქვენ მოგცემთ თაფლს და თქვენ ბუზებივით დაეხვევით მას! თქვენ ჩემი მოცემული თაფლი უფრო ტკბილი მოგეჩვენებათ, ვიდრე ის რაც ჩემამდე მოგცათ ღმერთმა! მე მინდა იყოთ მადლიერი ჩემს მიმართ - რადგან კიდევ ერთხელ დავინახო თუ რა უმადურები ხართ. მე მინდა რომ თქვენ განმიხილოთ და საქებარი სიტყვები არ დაიშუროთ ჩემს მიმართ - რადგან უბრალოდ დავდგე ჩრდილში და დაგცინოთ.