მაიკლ ჯეკსონის ექიმს შესაძლოა ბრალი წაუყენონ
Posted 12:57 PM by anano in თემები tavisufleba.org, ახალი ამბები, მუსიკა, შოუ ბიზნესი
from – tavisufleba.org
ამერიკული მედიის ცნობით ექიმ კონრად მიურეის, რომელიც მომღერალ მაიკლ ჯეკსონს მკურალობდა, შესაძლოა გაუფრთხილებლობით მკვლელობაში წაუყენონ ბრალი. მომღერალი გასული წლის 25 ივლისს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექიმებმა მისი სიკვდილის მიზეზად მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა დაასახელეს. კონრად მიურეი ამტკიცებს, რომ არასოდეს გამოუწერია ჯეკსონისთვის ისეთი რამ, რაც მისი სიკვდილის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. ექიმი აცხადებს, რომ ამჟამად ლოს ანჯელესში იმყოფება და ჩაბარდება სამართალდამცავებს, თუ მას ამას მოსთხოვენ.
0 comment(s) to... “მაიკლ ჯეკსონის ექიმს შესაძლოა ბრალი წაუყენონ”