by Weekend Planner
ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ შობას!
იმედი მაქვს, განვლილ დღესასწაულებს კარგად შეხვდით. მოდით გადავხედოთ, უახლოესი სამი დღის მოვლენებს:
კლუბები
პარასკევი, 8 იანვარი. კლუბი “გ.უ.რ.უ”. 23:00 – Dj Le Roy. ბილეთის ფასი 20-30 ლარი (გოგოებისთვის და ბიჭებისთვის, შესაბამისად.
შაბათს, 9 იანვარს, იმავე კლუბში, გაიმართება “X-mas “Out of Space” . ბილეთის ფასი – 20 ლარი.
შაბათი, 9 იანვარი. კლუბში “ვაკანდა”, 23:00 , გამოვლენ PITCARD(Tbilisi) და Sikha(London).
კინოთეატრები
კინოთეატრში “ამირანი”, გადის ახალი, სამგანზომილებიანი, საშობაო მულტფილმი “Christmas Carol”. ისტორია ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი. ბებერი, ძუნწი მისტერ სკრუჯს, შობის ღამეს, მთელ თავის განვლილ ცხოვრებას აჩვენებენ.
რეჟისორი: რობერტ ზემეკისი ( “უკან მომავალში” გახსოვთ? : ) )
როლებში: ჯიმ კერი
imdb.com-ის მომხმარებელთა შეფასებით: 7.2/10
ბილეთის ფასი 6-13 ლარი
კინოთეატრში “რუსთაველი” გადის დისნეის სტუდიის ახალი მულტფილმი “The Princess and
the Frog” – წესით, ბაყაყი, რომელსაც პრინცესა აკოცებს, უნდა გადაიქცეს უფლისწულად, მაგრამ მოულოდნელად, ყველაფერი პირიქით მოხდება.. მეფის ქალიშვილი იქცევა ბაყაყად. მულტფილმი დახატულია დისნეის კლასიკურ სტილში. ასე რომ, ვისაც გიყვართ “კონკია”, “ურჩხული და მზეთუნახავი”, “მეფე ლომი” და სხვა მულტფილმები, ნამდვილად დიდ სიამოვნებას მიიღებთ.
რეჟისორი: რონ კლემენტსი, ჯონ მუსკერი
როლებში: ანიკა ნონი როსე, ბრუნო კამპოსი(ხმები)
imdb.com-ის მომხმარებელთა შეფასება: 7.9/10
ბილეთის ფასი: 5-10 ლარი.
თეატრები
რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, შაბათს და კვირას 9-10 იანვარს, დაიდგმება სპექტაკლი სალამურა. 15 საათზე. ბილეთის ფასი 5-12 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საიტი: http://info-tbilisi.com
გისურვებთ კარგ დასვენებას : )