ინტერვიუ Parov Stelar-თან (Interview With Parov Stelar)
Posted 1:00 PM by anano in თემები electro, house, Jazz, Leonsio, ინტერვიუ, მუსიკა
ავტორი - ლევან გიორგაძე
მადლობა რომ დამთანხმდით ონლაინ ინტერვიუზე, დარწმუნებული ვარ ეს ინტერვიუ ძალიან დააინტერესებს ქართველ საზოგადობას, იმიტომ რომ თქვენი შემოქმედება გულგრილად არავის არ ტოვებს და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ახალიწლის ღამეს და პირველ იანვარს გამართულ კონცერტებზე. როდესაც მე თქვენი ბიოგრაფია წავიკითხე, დასაწყისშივე შემხვდა არტ ბლეიკის მეტად საინტერესო ფრაზა “ჩვენ აქ დღესასწაულისთვის მოვედით” იგივე ფრაზას წავაწყდი თქვენს საკონცერტო აფიშაზე. საინტერესოა ეს სიტყვები თქვენთვის რა იდეის მატარებელია და რატომ გახდა ის თვქენი ცხოვრების და შემოქმედების დევიზი?
ეს სიტყვები არის ძალიან დადებითი მუხტის მატარებელი, უბრალო მესიჯი რომელსაც ჩვენ ხალხს ვუგზავნით და ვეუბნებით, ჩვენ აქ მოვედით იმისთვის რომ ეს საღამო თქვენთან ერთად გავატაროთ და არა მხოლოდ თქვენს წინ სცენაზე. ხალხი უნდა გრძნობდეს ენერგიას და დადებით მუხტს ჩვენგან, რომ იმ წამს, იმ მომენტში დაივიწყონ ყოველდღიურობა და მოისმინონ ნამდვილი, ხარისხიანი შესრულება. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი!
თქვენ ქმნით ისეთ მუსიკას რომელიც აერთიანებს როგორც ჯაზის მსმენელებს ისე ჰაუსის, ეს ორი განსხვაებული სტილი თქვენს მუსიკაში ძალიან ორიგინალურად, ხარისხიანად და ესთეტიურად არის შერწყმული. ბასი, დასარტყამი ინსტრუმენტი, საქსაფონი, და ვოკალი ეს იმ ინსტრუმენტების ჩამონათვალია რომლის მეშვეობითაც ქმნით ჯაზ–ჰაუსებს და არამარტო. მაინტერესებს როდის და როგორ ჩამოყალიბდა ასეთი მუსიკის შექმნის იდეა?
ეს ყველაფერი მოხდა ძალიან შეუმჩნევლად, არც კი მქონდა დაგეგმილი ასეთი მუსიკის შექმნა. მუსიკალური კარიერა დავიწყე ტექნოთი და ჰაუსით, შემდეგ ბასი და დასარტყამი ინსტრუმენტები დაემატა, მაგრამ მე ყოველთვის მაინტერესებდა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრები, ჩემი აზრით ძალიან მოსაწყენია ერთი მიმართულებით სიარული და მხოლოდ ერთ ჟანრში მოღვაწეობა. სვინგის ძველი შემსრულებლები ჰქონდათ თავიანთი გამორჩეული „groove“ ისინი შეიძლება ითქვას რომ კლუბური მუსიკის პიონერები იყვნენ, იმიტომ რომ ეს იყოს საცეკვაო მუსიკა. ჩემთვის ამ განსხვავებული მუსიკალური სტილებბის შეჯერება ძალიან საინტერესო იყო.
საინტერესოა როგორ შეაფასებდით თანამედროვე მუსიკა და მისადმი საზოგადოების მიდგომას. როგორც უკვე ერთხელ ავღნიშნე თქვენ შემოქმედებაში საკმაოდ ხშირად შეიძლება მოვისმინოთ ჯაზ–ჰაუსები, აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ თუ რა ადგილი უჭირავს ჯაზს თქვენს ცხოვრებაში და შემოქმედებაში? საინტერესოა ვინ არის თქვენი საყვარელი ჯაზმენი და როგორ ხედავთ ამ მუსიკის აწმყოს და მომავალს?
როგორც უკვე ვთქვი მე არ ვანსხვავებ ჟანრობრივად ჯაზჰაუსს ესიდ ჯაზისგან ან თუნდაც ელექტრო სვინგისგან, ჩვენ ზოგადად მუსიკაზე ვსაუბრობთ.
ზოგიერთ ჩემს ნამუშევრებში თქვენ შეიძლება მოისმინოთ ფრანგული მუსიკის გავლენა, ზოგში კი ინგლისური როკისაა. მუსიკის დაწერისას ჩემთვის მთავარია ხარისხი. თამამად შემიძლია გითხრათ რომ სვინგს ჩემს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. აქვე გეტყვით რომ არ მყავს ფავორიტი ჯაზ შემსრულეელი.
პირადათ ჩემთვის და დარწმუნებული ვარ მკითხველებისთვისაც საინტერესო იქნება იმის გაგება თუ როგორ შეიქმნა Parov Stelar Band –ი. თუ შეიძლება გვიამბეთ უფრო კონკრეტულად ამის შესახებ.
ეს ძალიან ჩვეულებრივი ისტორიაა. მუსიკალური კარიერა როგორც დიჯეიმ დავიწყე . ბევრს ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქვეყნებში და ყოველთვის მარტო. რამდენიმე ხნის შემდეგ თავი არაკომფორტულად ვიგრძენი, მინდოდა რომ ყოველი ლამაზი და ემოციური მომენტი გამეზიარებინა ვინმესთვის და ზუსტად ამ დროს გაჩნდა ბენდის შექმნეს იდეაც. მინდა გითხრათ რომ ნამდვილად არიყო ადვილი ყველა ჩემი ნამუშევრის ცოცხლად, ინსტრუმენტების დახმარებით შესრულება, პირველი მოსმენით შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ჩვენი მუსიკა ადვილად შესასრულებელია თუმცა, მერწმუნეთ რომ ამ მუსიკის თავიდან გარჩევა უკვე ჯგუფთან ერთად საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ახლა უკვე ჩემი ჯგუფი, ჩემი ოჯახია და თქვენ ვერ შეძლებთ შეადაროთ ბენდთან ერთად შესრულებული მუსიკა დიჯეის გამიქსულს, მერწმუნეთ ეს სულ სხვაა.
თქვენ და თქვენი ბენდი უკვე მეორედ ეწვიეთ საქართველოს, პირველად 2007 წელს ბათუმში და მეორედ 2010 წელს თბილისში, სადაც ახალ წელს შეხვდით თბილისურ გარემოში, რამდენად სასიამუვნო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ეს ატმოსფერო თქვენთვის? გვიამბეთ ორი სიტყვით ამის შესახებ. აგრეთვე საინტერესოა კიდევ რა დეტალი აღმოჩნდა თვქენთვის ბათუმსა და თბილისში ვიზიტის დროს დასამახსოვრებელი?
ეს იყო დაუვიწყარი ახალი წლის საღამო მთელი ბენდისთვის, ქართველებებმა საოცრი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს . რაც შეეხება ისთერნ ფრომოუშენს ისენი უფრო მეტი არიან ვიდრე უბრალოდ თავისი საქმის პროფესიონალები, თუმცა ეს მათვის მარტო სამუშაო არაა, ისინი ამას მთელი გულით და სულით აკეთებენ მუსიკისთვის.
თავიდან ჩვენ მოვილაპარაკეთ მხოლოდ ერთ კონცერტზე, მაგრამ ასევე გვქონდა ბონუს კონცერტი პირველ იანვარს და სიმართლე გითხრათ ნამდვიალდ არ მოველოდით ამდენ ხალხს ახალი წლის მეორე დღეს ეს ნამდვილად დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ჩვენთვის.