Microsoft-ი: ჩვენ დიდი აიფონი გავაკეთეთ!
Posted 5:00 PM by Nina in თემები დელფი, დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია, ტექნოლოგიაავტორი: დელფი
ის, რასაც ამდენ ხანს ელოდნენ Apple-ისაგან, გუშინ მოულოდნელად წარმოადგინა Microsoft-ის გენ. დირექტორმა სტივ ბალმერმა. ლას-ვეგასში საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოფენაზე გუშინდელი გამოსვლისას ბალმერმა წარმოდგინა პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც Microsoft-მა HP-სთან ერთად შექმნა. პრესამ იმწუტასვე აიტაცა ეს ფაქტი და მას უწოდა “ძლიერი დარტყმა Apple-ს”, რომელმაც, მრავალრიცხოვან ხმებზე დაყრდნობით იანვრის ბოლოს უნდა გამოუშვას ანალოგიური აპარატი.
ჩვენი აზრით, ის, რაც ბალმერმა გუშინ აჩვენა, ეფლის მიერ გამოშვებული პროდუქტის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს. ეს არ არის ჯიჰადის გაჩაღების მცდელობა, მაგრამ ყველაფერი, რაც გამოდის ეფლის ლაბორატორიებიდან, ადრე თუ მალე საკულტო ნივთათ იქცევა ხოლმე. ეს ყველას ესმის, Microsoft-შიც კი იციან ეს. შეხედეთ, რა სურათი აირჩიეს საკუთარი მოწყობილობის ეკრანზე პრეზენტაციისათვის.