Posted by Nataly
მოქმედება ვითარდება პარიზში.. 1968 წლის გაზაფხულზე.. ეს იყო დრო სექსუალური ექსპერიმენტების და პოლიტიკური ამბოხის. ხალხი ქუჩაში გამოდიოდა.. მაგრამ ამოუცნობი ტყუპებისთვის, იზაბელისა და თეოსთვის და მათი ამერიკელი მეგობრის მეთიუსთვის ხმაურიანი მოვლენები, რომელიც შემდგომ მათ ცხოვრებას შეცვლის, ხდებოდა აბაზანაში.. და სამზარეულოს იატაკზე.. საწოლში და მერლინ მონროს შავ-თეთრი ფოტოს ქვეშ..
ეს არის ამბავი სამი ახალგაზრდა სინეფილს სექსუალური ნეოფიტის ხანის პარიზში. ფილმს საფუძვლად ედება გილბერტ ადეირის (Gilbert Adair) რომანი.
მეთიუ ამერიკელი სტუდენტია პარიზში, რომელიც პირველად ტყუპებს ხვდება Cinematheque Français-ის (ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილმების არქივი) ჩაკეტილ ჭიშკართან, სადაც იზაბელი ასახიერებს ერთერთ კინო-მსახიობს. ამავე დროს, ბერტოლუჩი აკეთებს დოკუმენტურ ჩანართს ჟან პიერ ლეუდის (Jean-Pierre Léaud) და ფრანსის ტრუფატის (François Truffaut) პროტესტისა ჰენრი ლანგოისის (Henri Langois) თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
მეთიუ, იზაბელი და თეო ტყუპების სახლში ცდიდნენ ერთმანეთს ფილმების განსახიერებაში, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა მათზე. ბერტოლუჩი უერთებს ამ ფილმს კლასიკური ფილმების სიუჟეტებს: მაშინ როდესაც ანა კარინა მირბის ლუვრში ჟან პოლ გოდარდის ფილმში (Band of Outsiders), ამავე დროს ევა გრინიც იმავე ჰოლში ცდილობს მის მიმსგავსებას.
ფილმის წარმატება ასევე შეიძლება მივაწეროთ ფართო საზოგადოებისთვის უცნობ მსახიობთა ჯგუფს…
იხილეთ ვრცლად>>>
http://halloween-townn.blogspot.com/
0 comment(s) to... “ვიდეო: The Dreamers”