ავტორი: სონია ცერკი
ქართველების „პირველი კავკასიური არხი“ რუსულ ენაზე მაუწყებლობს
საქმე ეხება სიმართლეს, რომელიც მსოფლიომ უნდა გაიგოს, ყოველ შემთხვევაში მათ, ვინც რუსული ენა იცის. საქართველომ რუსულენოვანი რადიოსადგური შექმნა „პირველი კავკასიური არხი“, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ის ეთერში ორშაბათიდან გადის. „ჩვენ გვინდა აუდიტორიას ჩვენი სიმართლის შესახებ ვუამბოთ“, განაცხადა ლევან გახელაძემ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარემ. ხოლო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რუსულად თავისუფლად, მაგრამ ენთუზიაზმის გარეშე საუბრობდა, აღნიშნა, რომ რუსული ენა, მისი ქვეყნისთვის „კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტია“.
2008 წლის ხუთდღიანი აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველო და რუსეთი საინფორმაციო ომს აწარმოებენ. „პირველ კავკასიურ არხს“ რამდენიმე მონაპოვარი აქვს. მაგალითად, ოლეგ პანფილოვი, ერთ დროს მოსკოვის „ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრი“–ს დირექტორი არხის ერთ–ერთი წამყვანია. მან რუსეთი იმის გამო დატოვა, რომ როგორც თავად ამბობს, იქ დემოკრატიის განვითარებაზე იმედები გაუცრუვდა. კიდევ ერთი უცნაური ფაქტი, არხზე ალა დუდაევას, ჩეჩნეთის მოკლული პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის ქვრივის გამოჩენაა. ის თავის აგარაკზე სტუმრებს მასპინძლობს და მათ პორტრეტებს ქმნის, ვიდრე ისინი მაგალითად საქართველოს პანკისის ხეობაზე ლეგენდებს ყვებიან, ხეობაზე, რომელიც ჩეჩნეთის ომის დროს, აჯანყებულების თავშესაფარი იყო.
დიდწილად არხი დღეს ინტერნეტით (1k-tv.com) მაუწყებლობს, თუმცა მალე მისი სიგნალის მიღება შესაძლებელი გახდება საკაბელო ქსელით და თანამგზავრის საშუალებით. პროფესიონალური ზრდაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა წამყვანები, რომლებიც ერთმანეთს საუბარს აწყვეტინებენ და კორესპონდენტები, რომლებიც კადრში სპორტულ კოსტიუმებში ჩანან, რაც როგორც ჩანს ასევე ქართულ სინამდვილეს ემსახურება.